logo_geo
ენერგეტიკული სასმელების 5 უკუჩვენება
- +

25 მაისი. 2019. 12:00

 

ენერგეტიკული სასმელები მარტივად არის ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის თინეიჯერებისთვის, რომლებიც ჯერ არ არიან 18 წლის. მომხმარებელთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ ენერგეტიკულ სასმელს აქვს კოფეინის გაცილებით მეტი შემცველობა, ვიდრე ყავას. იხილეთ სასმელის 5 უკუჩვენება:

 

გულის შეტევა. ერთ-ერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2009-2011 წლებში ენერგეტიკული სასმლის მიღების შედეგად გულის შეტევის 4854 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 51% იყო ბავშვთა გულის შეტევის შემთხვევა. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი მუდმივად იღებს ასეთი ტიპის სასმელს და უვნებელი რჩება, ხოლო დანარჩენებს ერთი მიღების შედეგად გულის სერიოზული პრობლემები უჩნდებათ? პასუხი ცალსახაა - ჩვენ არასოდეს ვიცით ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემის ზუსტი მდგომარეობა. მაშინაც კი , როცა თავს კარგად ვგრძნობთ, შეიძლება ორგანიზმი სულაც არ იყოს კარგ მდგომარეობაში. შესაძლოა, ჩვენი  გული არ იყოს მზად ამ რაოდენობის კოფეინისა და დამატკბობელის მიღებისათვის.  რეკომენდაცია: არ მიიღოთ ენერგეტიკული სასმელი ფიზიკური აქტივობისას ან მის შემდეგ.

 

თავის ტკივილი და შაკიკი.  ენერგეტიკული სასმელის მუდმივი მიღება იწვევს ქრონიკულ თავის ტკივილს

 

შფოთვის ზრდა. ფიზიოლოგიური ცვლილებები არ არის ერთადერთი, რასაც ენერგეტიკული სასმელების მიღება იწვევს. ზოგიერთი ადამიანის რეცეპტორი  განსაკუთრებულად მგრძნობიარეა კოფეინის მიღებისას. შესაბამისა, როცა ვსაუბრობთ ენერგეტიკულ სასმელებზე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მისი მიღება გამოიწვევს შფოთვას და პანიკურ შეტევებსაც კი.

 

ინსომნია (უძილობა). ადამიანთა დიდი ნაწილი ენერგეტიკულ სასმელს იღებს, რადგან უფრო დიდხანს შეინარჩუნოს ენერგია. თუმცა, ამან შეიძლება ქრონიკული უძილობა და მეხსიერების დაქვეითება გამოიწვიოს.

 

მეორე ტიპის დიაბეტი. იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკული სასმელების უმეტესობა შეიცავს შაქრის დიდ რაოდენობას, ის პრობლემას უქმნის პანკრიასს და იზღუდება ინსულინის გამოყოფა, რაც იწვევს მეორე ტიპის დიაბეტს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებმა იციან, თუ რა ზიანს აყენებს მათ ორგანიზმს ამ ტიპის სასმელები, ისინი მაინც აგრძელებენ დალევას. რატომ? იმიტომ, რომ ენერგეტიკული სასმელი იწვევს დამოკიდებულებას!

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი