logo_geo
5 პროდუქტი, რომელიც სასარგებლოა თქვენი თვალებისთვის და 5 პროდუქტი, რომელსაც მოაქვს ზიანი მათთვის
- +

25 მაისი. 2019. 13:09

 

სწორი კვება ბოლო პერიოდში გახდა მოდური და დღესდღეობით ალბათ, უკეთ ვერკვევით, რა არის ჩვენთვის საზიანო და სასარგებლო. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს სრული ინფორმაცია პროდუქტებზე, რომელთაც ხშირად მოვიხმართ.

 

მოგაწვდით ინფორმაციას 5 პროდუქტზე, რომელიც სასარგებლოა ჩვენი თვალებისთვის:

 

გოგრა არის მდიდარი სხვადასხვა მიკროელემენტებით, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნება. იგი შეიცავს А ვიტამინს, რომელიც გამოიყენება კატარაქტის პროფილაქტიკისთვის;

 

ისპანახი შეიცავს ლუთეინს – ძალიან სასარგებლო პიგმენტს, რომელსაც თავად ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და რომლის მიღებაც შესაძლებელია მხოლოდ გარეგანად. იგი გროვდება თვალის ქსოვილებში, ძირითადად მაკულაში (ბადურის ცენტრალური წერტილი), სადაც ყალიბდება გამოსახულება, რომელსაც აღიქვამს ტვინი;

 

ტკბილი (ბულგარული) წიწაკა შეიცავს ზეაქსანტინს – ანტიოქსიდანტს, რომელიც უნარჩუნებს თვალებს ჯანმრთელობას. ის ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს და ამით იცავს თვალებს გადაღლილობისგან;

 

პომიდორი არის თვალებისთვის აუცილებელი პროდუქტი, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით А და С ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის მხედველობის დაბინდვას. ასევე, პომიდორი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავენ თვალებს მავნე სინათლისგან;

 

სიმინდი მდიდარია ზეაქსანტინომით, რომელიც იცავს თვალების ლინზას და ეხმარება შეინარჩუნოს მხედველობის სიცხადე. ასევე, მისი შემადგენლობა ფილტრავს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას.

 

ახლა შემოგთავაზებთ 5 პროდუქტს, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს თვალებს:

 

ხორბლის პურის ხშირი მოხმარება ზრდის ბადურის გადაგვარების რისკს. პური მიეკუთვნება მაღალი ნახშირწყლოვანი შემცველობის საკვებს, რომელიც რადიკალურად მაღლა სწევს შაქრის შემცველობას სისხლში და აზიანებს მხედველობას, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სახის შეშუპება;

 

ძეხვი შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. მისი ხშირი გამოყენება იწვევს თვალის წნევის ზრდას. ასევე, ძეხვი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, რომელიც ხელს უწყობს თვალების შეშუპებას.

 

ნაყინი, ისევე როგორც სხვა შაქრის შემცველი პროდუქტი, ძლიერ დარტყმას აყენებს მხედველობას. ასევე, ძირითადად ტკბილეულებში და ყველა ნაყინში დამატებულია არაერთი დანამატი მითითებით Е, მაგალითად Е012 – საღებავი ტარტაზინი, რომელიც არის ძლიერ ალერგიული პროდუქტი. ამ დანამატმა, თვალების დაზიანებასთან ერთად შესაძლებელია გამოიწვიოს ყელის შეშუპება, კანის ქავილი და შაკიკი;

 

პასტა შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. თუ მათ მოვიხმართ დიდი რაოდენობით, შესაძლებელია თვალის მაკულაციის (ბადურის ცენტრალური ნაწილი) მდგომარეობის გაუარესება. ასევე, ამ პროდუქტმა შესაძლებელია გამოიწვიოს სახის შეშუპება;

 

კომბოსტოს მწნილი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, რომელიც ზოგადად ხელს უწყობს შეშუპებას. იგი, ძლიერ ამცირებს სითხის რაოდენობას ორგანიზმში და ხელს უწყობს თვალების სწრაფ შეშუპებას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი