logo_geo
„Bentley“-ის წიგნი, რომელიც 260 000 დოლარი ღირს
- +

25 მაისი. 2019. 16:29

 

ბრენდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია „Bentley“-მ კოლექციონერებისთვის თავად ავტომობილებივით ექსკლუზიური წიგნი გამოსცა.

 

წიგნი „Bentley“, რომელიც 30 კგ-ს იწონის, 800-ფურცლიანია და გვიყვება კომპანიის ისტორიაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ის შექმნეს და იმაზე, თუ როგორ და რა გზებით მოვიდა კომპანია თანამედროვეობამდე.

 

აღსანიშნავია, რომ წიგნის სამი ვარიანტი გამოვიდა. მათ შორის ერთ-ერთი „Bentley Centenary Opus“ დანარჩენებთან შედარებით დიდი ტირაჟით გამოცემული ვარიანტია. ის 500 ეგზემპლარად გამოვა.

 

მეორე ვარიანტი ტყავგადაკრული „Mulliner Edition“-ია, რომლის მხოლოდ 100 ეგზემპლარი გამოვიდა. ის 17 შეფერილობით არის ხელმისაწვდომი და დამატებითი დეტალითაც გამოირჩევა.

 

მესამე, ყველაზე ექსკლუზიური ვარიანტი კი, მხოლოდ 7 ეგზემპლარად გამოვა. მას „Carat Edition“ ჰქვია და როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ძვირფასი ქვებითაა მოოჭვილი. მისი ფასი 260 000 დოლარია და მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო წიგნია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი