logo_geo
მალე ბაზარზე ხილის საკრეფი დრონი გამოჩნდება
- +

25 მაისი. 2019. 23:03

 

ისრაელში, კომპანიამ Tevel Aerobotics Technologies შექმნა დრონი, რომელსაც ავოკადოს, ვაშლისა და მანგოს მოკრეფა შეუძლია. კომპანიის დირექტორის იანივა მაორის თქმით, ახალი ტექნოლოგია ინდუსტრიაში არსებულ შრომის დეფიციტს შეამცირებს. ამის შესახებ მან Fruit news-თან ისაუბრა.

 

მისივე თქმით, trevel - ის დრონი აღჭურვილია მძლავრი პროცესორითა და სენსორებით, რომელიც მანევრირებისა და ბალანსისთვისაა საჭირო.

 

მოწყობილობა მწიფე ხილს მექანიკური ხელით წყვეტს და ყუთში დაზიანების გარეშე ათავსებს.

 

როგორც გამომგონებლები აცხადებენ, მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება მარწყვის საკრეფადაც შეიძლება, სადაც მთელი პროდუქტის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დრონი ხილს არჩევს ფერის და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, შესაბამისად, აბალანსებს იმ ძალას, რომელიც მის მოსაწყვეტადაა საჭირო.

 

გარდა ამისა, დრონი საშუალებას აძლევს ფერმერებს, რომ გაცილებით დიდი და მაღალი მცენარეები მოიყვანონ.

 

კომპანია Tevel Aerobotics Technologies დრონების კომერციულ გაყიდვებს 2020 წლიდან გეგმავს.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ხილის შეგროვების წლიური ჯამური ღირებულება 500 მლრდ დოლარს შეადგენს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი