logo_geo
მსოფლიოში ეს დიაგნოზი დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აქვს - დემენციის 8 ნიშანი, როდესაც სპეციალისტს უნდა მიმართოთ
- +

27 მაისი. 2019. 03:23

 

 

დემენცია სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. ეს არის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს მეხსიერებას და ყოველდღიური მოქმედების უნარს. მსოფლიოში დემენციის დიაგნოზი დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აქვს. ხშირად ეს დაავადება მოხუცებში გვხდება, თუმცა ის დაბერების ნორმალური მდგომარეობა არ არის. დემენციის წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებაა, სწორედ მასზე მოდის შემთხვევათა 60-70%.

 

ადამიანს შეიძლება დემენცია ჰქონდეს, თუ ამ 8 ნიშანს ავლენს.

 

  1. მუდმივად კარგავს საჭირო ნივთებს (გასაღები, დოკუმენტები).

 

  1. ნივთებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დებს (მაგალითად, კბილის ჯაგრისს მაცივარში).

 

  1. მიიჩნევს, რომ დაკარგული ნივთები ვიღაცამ მოიპარა, მისი გადარწმუნება კი შეუძლებელია.

 

  1. ერთსა და იმავე კითხვას ბევრჯერ სვამს, პასუხი კი ავიწყდება.

 

  1. ადამიანს უჭირს დიალოგის წარმართვა, აზრების დალაგება და საჭირო სიტყვების პოვნა.

 

  1. უჭირს ყოველდღიურ საქმეებთან გამკლავება.

 

  1. ერევა დრო და ადგილი (შესაძლოა ნაცნობ ადგილას დაიკარგოს).

 

  1. მისი განწყობა ხშირად იცვლება უმიზეზოდ, ასევე ეცვლება ხასიათი და ქცევა.

 

დემენციის ნიშნების დროს უნდა მიმართოთ ნევროლოგს ან ფსიქიატრს, იდეალურ შემთხვევაში კი გერონტოფსიქიატრს, სპეციალისტს, რომლის მიმართულებაც უფროსი ასაკის ადამიანების პრობლემებია, თუმცა ასეთი სპეციალისტები ძალიან ცოტანი არიან.

 

 

big_banner
არქივი