logo_geo
ორსულებისთვის ყველაზე საშიში პროდუქტების სია
- +

29 მაისი. 2019. 02:33

 

 

მომავალი დედებისთვის, „საშიში“ პროდუქტების კატეგორიაში, ექსპერტებმა ლინოლევის მჟავის და სხვა უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობის პროდუქტები დაასახელეს. 

ორსულმა ქალებმა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ კვების რაციონს. ფეხმძიმე ქალბატონები დიეტას, მომავალი შვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით უნდა იცავდნენ, ვინაიდან ორსულის კვება სერიოზულ გავლენას ახდენს როგორც დედის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე. 

„Journal of Physiology“-ის ინფორმაციით ავსტრალიელმა მეცნიერებმა პირადი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნეს- რა გავლენას ახდენს ე.წ. ომეგა-6 ცხიმები(მცენარეული ზეთები, მაიონეზი, კარტოფილის ჩიპი) ორსულის ჯანმრთელობაზე.

ავსტრალიის უნივერსიტეტის „Griffith“-ის ექსპერტებმა დიან სკელიმ და მისმა კოლეგებმა, ორსულ ვირთხებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ჭარბი რაოდენობით ლინოლევის მჟავის მიღებამ, შესაძლოა სხვადასხვა სასიგნალო მოლეკულების ზრდა გამოიწვიოს, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებით პროცესების გამოწვევას, რაც  უარყოფითად  მოქმედებს როგორც ორსულების, ისევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

ავსტრალიელმა ბიოლოგებმა, გადაწყვიტეს ამ ინფორმაციის გადამოწმება. საცდელ ვირთხებს, ორსულობის 10 კვირის განმავლობაში, სხვადასხვა საჭმელით კვებავდნენ: პირველ ჯგუფს ჰქონდა დიეტა - ლინოლევის მჟავას შემცველი რაციონით (საერთო დღიური რაციონის 6.21%), მეორეს კი - 4.5-ჯერ ნაკლები დღიური ნორმა.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფში მყოფი ვირთხების ღვიძლში, ცილების კონცენტრაცია გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ორსულობის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის შევიწროვება, ამავე დროს დაიწია ჰორმონის დონემ, რომელიც არეგულირებს ნაყოფის ზრდას და განვითარებას.

ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით, კვლევის ხელმძღვანელი დიან სკელი კომენტარს აკეთებს:

„ორსულ ვირთხებში ყველაზე ხშირად - 4-12 ღლაპი იბადება. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ლინოლევის მჟავას შემცველი დიეტის შემთხვევაში, მამრობითი სქესის ღლაპების დაბადების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

ამასთან ერთად, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ქალებმა ორსულობის წინა მოსამზადებელ  და ასევე ფეხმძიმობის პერიოდში, დიეტის დროს უნდა შეამცირონ  ომეგა-6-ის შემცველობის მქონე პროდუქტების მიღება.

კითხვას, თუ რამდენად მართებულია, ლინოლევის მჟავის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქციის მიღება და იწვევს თუ არა მავნე შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში ბიოლოგებმა, ამ ეტაპზე ვერ უპასუხეს.

ამ ეტაპზე, ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა გავლენას დედის დიეტა ბავშვის ჯანმრთელობაზე, ასევე, ახდენს თუ არა გავლენას, ომეგა-6-ის ჭარბი რაოდენობით მიღება ბავშვის სქესზე.

შეგახსენებთ, რომ სპეციალისტები გვირჩევენ მოვიხმაროთ - ორჯერ მეტი ომეგა-3 (კერძოდ თევზი), ვიდრე ომეგა-6 (მცენარეული ზეთი). 

 

 

big_banner
არქივი