logo_geo
უნიკალური აღმოჩენა - 1723 წელს, პარიზში შექმნილი რუკა, რომელზეც დავით გარეჯია დატანილი
- +

29 მაისი. 2019. 02:34

 

დავით გარეჯის სრული კომპლექსი საქართველოს შემადგენლობაში საქართველოს გასაბჭოებამდე შედიოდა. მას შემდეგ რაც, სტალინმა და სერგო ორჯონიკიძემ აზერბაიჯანთან ახალი სასაზღვრო ზოლი „დაადგინეს“, დავით გარეჯი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სადაო ტერიტორია გახდა.  

 

ახლა, აზერბაიჯანის მხარე სწორედ კომუნისტების კარტოგრაფიულ ცნობებს ეყრდნობიან და საუბრობენ ე.წ. საზღვრებზე.

 

 გაგაცნობთ 1723 წელს სულხან-საბა ორბელიანის მიერ შემუშავებულ და ფრანგი კარტოგრაფის გიიომ დელილის გამოცემულ რუკას წარმოგიდგენთ, რომელიც ერთადერთი რუკაა, სადაც დავით გარეჯის ადგილ-მდებარეობა და თავად სამონასტრო კომპლექსია დატანილი.

 

რუკის სათაურში სწორედ სულხან-საბა ორბელიანია მოხსენიებული.

„შედგენილია მეფის განკარგულებით ქართველი თავადის სულხან-საბას (შოსკამ-შაბბას) ხელნაწერი ცნობების მიხედვით, ასევე სპარსეთის საელჩოს ელჩების - კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის მიერ“.

 

საფრანგეთის შემდეგ სულხან-საბას რუკა ჰოლანდიაშიც ორმა სხვადასხვა კარტოგრაფიულმა გამომცემლობამ გამოსცა.

 

 

big_banner
არქივი