logo_geo
როგორ გააოცა კონსტანტინე გამსახურდიამ ერიხ მარია რემარკი?
- +

30 მაისი. 2019. 22:55

 

 

არსებობს ასეთი პატარა საინტერესო ისტორია კონსტანტინე გამსახურდიასა და ერიხ მარია რემარკის შეხვედრის თაობაზე:

ერთხელ ორი კლასიკოსი მწერალი, საფრანგეთში ერთად ყოფნის დროს, რესტორანში შევიდა.

 

შეკვეთა ბატონმა კონსტანტინემ ითავა და მენიუ გულდასმით გადაიკითხა, მან ჩვეული სიდინჯით დაუკვეთა სადილი. ოფიციანტმა დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა და გაბრუნდა.

 

სადილთან ერთად მიართვეს ერთი ბოთლი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“,  რომელიც ერთი დოლარი და რამდენიმე ცენტი ღირდა. ამავდროულად მენიუში იყო საკმაოდ ძვირად ღირებული ღვინოებიც.

ირგვლივ მსხდომნიც ალმაცერად უყურებდნენ ამ ინტელიგენტ მამაკაცებს, რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ იაფფასიან სასმელს.

როდესაც  სადილი დაასრულეს და ოფიციანტმა ანგარიში წარუდგინა, გამსახურდიამ დამატებით  ერთი ბოთლი ყველაზე ძვირადღირებული ღვინო მოითხოვა.

როდესაც ოფიციანტმა დაკვეთა მოუტანა, კონსტანტინემ სთხოვა მას ხელის გადაბანაში დახმარებოდა. კონსტანტინემ იმ ღვინით ხელები დაიბანა.

ოფიციანტი და დარბაზში მსხდომნი გაოცებული მისჩერებოდნენ. ხოლო ერიხ მარია რემარკმა, რომელმაც ამოიცნო ქართველი ფენომენის ჩანაფიქრი ხელი ჩამოართვა და მეგობრულად გადაეხვია.

როდესაც პატრიოტი ხარ, ალბათ, “შენი” ყოველთვის ყველაზე ძვირადღირებული და ძვირფასია….

 

 

big_banner
არქივი