logo_geo
ახალი კვლევა: რამდეჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს ცხოვრებაში?
- +

31 მაისი. 2019. 01:54

 

 

რამდენჯერ შეიძლება გეწვიოთ სიყვარული და მერამდენე ცდაზე შეიძლება შეხვდეთ ნამდვილ სიყვარულს. ახალი კვლევის მიხედვით ყოველ ადამიანს საშუალოდ სამჯერ უყვარდება და სწორედ ბოლო სიყვარულისას აღწევს ურთიერთობებში ბალანსს.

 

ვინ გვიყვარდება პირველ ორ ჯერზე?

კვლევისას, რომელშიც 37 წლის 3000 ბრიტანელი ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა, გააანალიზეს წყვილების სასიყვარულო ჩვევები. ანკეტირების შედეგებით, ყოველ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში მაქსიმუმ ხუთჯერ შეუძლია მეწყვილე იპოვნოს, თუმცა ნამდვილი სიყვარული მხოლოდ სამჯერ შეუძლია გამოსცადოს.

პირველ ჯერზე სიყვარული მოზარდობის ასაკში მოდის, როცა ჩვენი გრძნობების ობიექტს მაქსიმალურად ვაიდეალებთ და გვეჩვენება, რომ ამ ურთიერთობებს ზღაპრული მომავალი ექნება. მაგრამ მკაცრი რეალობა ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, დროთა განმავლობაში წყვილი ცხოვრებისეულ გამოცდებს ვერ უძლებს და ერთმანეთს შორდება.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მეორე სიყვარული – ეს არის გაქცევა პირველი ურთიერთობებისგან და ის ყოველთვის ცხოვრებაში ისე ჩნდება, როგორც აუცილებლობა. პირველი სიყვარულით გატეხილი გული მშვიდ სავანეს ეძებს, რომელშიც ძველს დაივიწყებს და საკუთარ თავს ხელახლა იპოვნის.ყველაზე ხშირად ასეთი ურთიერთობები ერთი პარტნიორისთვის ეგოისტურ მოტივებზეა აწყობილი, რადგან ის ახალ სიყვარულს მხოლოდ დროებით თავშესაფრად თვლის. იმის გამო, რომ მეორე პარტნიორი პირველი ურთიერთობების ერთგვარი ნაყოფია, ასეთი ურთიერთობები კრახისთვის არის განწირული.

 

მესამე სიყვარული – რას გვაძლევს ის?

ორი რომანტიული ისტორიის შემდეგ, როცა ადამიანი პრაქტიკულად სიყვარულის საკითხში იმედგაცრუებულია, მას ნამდვილი ურთიერთობები და სიყვარული ეწვევა-ხოლმე. სწორედ ეს სიყვარულია ბალანსის ნამდვილი წერტილი, როცა ორივე პარტნიორი გულწრფელობას, სიმშვიდეს, სულიერ სიახლოვეს და სიყვარულისთვის მზადყოფნას პოულობს.

 

თუ პირველი ორი სიყვარულისას არ ვართ მზად პარტნიორთან და საკუთარ თავთან გულახდილები ვიყოთ, ურთიერთობებს ვაიდეალებთ და ვცდილობთ “კუბოს ფიცრამდე სიყვარული“ ვითამაშოთ, მესამე სიყვარული ნამდვილი ადამიანური, ფასეული ურთიერთობების განსახიერებაა. სხვათა შორის, ყველაზე სერიოზული პიროვნული ცვლილებები სწორედ ასეთ ურთიერთობებში იწყება – ძლიერ და გულწრფელ ურთიერთობებში, რადგან ჩნდება გულწრფელი მონდომება კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ იმ ადამიანის გვერდით, ვინც გვაბედნიერებს და ვისაც ესმის ჩვენი.

 

 

big_banner
არქივი