logo_geo
გაფრთხილება ყველას, ვისაც ღამით მობილური ტელეფონის საწოლში თვალიერება უყვარს!
- +

31 მაისი. 2019. 21:55

 

თუ ძილის წინ მობილურ ტელეფონს ბალიშის ქვეშ იდებთ, ან უბრალოდ საწოლთან ახლოს გაქვთ, ადამიანების იმ 45%-ს ეკუთვნით, ვისაც ღამის საათებშიც კი სჭირდება, მობილური მოწყობილობა მაქსიმალურად ახლოს იქონიოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ღამის საათებში მობილური მოწყობილობის თქვენს სიახლოვეს დატოვება თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს.

სათითაოდ განვიხილოთ ის ზიანი, რაც ძილის დროს მობილურის ლოგინთან სიახლოვით თქვენს ჯანმრთელობას მიადგება.

 

თქვენს მობილურ მოწყობილობას იმხელა ენერგია აქვს, რომ გაუმართაობის შემთხვევაში. შესაძლოა, აალდეს და თქვენს საძინებელ ოთახში ხანძარი გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მობილური ტელეფონის ბალიშის ქვეშ დადების ჩვევა გაქვთ, აალების შემთხვევაში პატარა ნაპერწკალითაც კი ადვილად მოეკიდება ბალიშს და ხანძარი პირდაპირ თქვენი თავის ქვეშ დაიწყება. თუ ეს ნაკლებად შესაძლებლად გეჩვენებათ, შეგიძლიათ “გუგლის” საშუალებით მოიძიოთ ტეხასში მომხდარი შემთხვევა, როდესაც თინეიჯერი Samsung S4-ს არაორიგინალი დამტენით ტენიდა, ტელეფონი კი ბალიშის ქვეშ ჰქონდა მოთავსებული, ტელეფონი თინეიჯერის ძილის დროს აალდა.

 

მობილურის მიერ გამოცემულ უმცირეს ხმასაც კი თქვენი ძილის და ზოგადად მისი ხარისხის დარღვევა შეუძლია. იმისთვის, რომ ორგანიზმმა სრულფასოვნად დაისვენოს, საჭიროა, ღამე 8 საათი ისე გეძინოთ, რომ აღნიშნული პროცესი არაფერმა დაარღვიოს. როდესაც მობილურ მოწყობილობას თქვენს სიახლოვეს ჩართულ მდგომარეობაში ტოვებთ, გეღვიძებათ ყოველი ახალი მეილის, შეტყობინების დაა ზარის დროს. გარდა ამისა, თქვენი ტელეფონი ლურჯ შუქს ასხივებს, რომელიც კვლევების თანახმად, სხეულის მიერ მელატონინის გამომუშავებას აფერხებს და ცირკადულ რითმს არღვევს. ტელეფონის აღნიშნული გამოსხივება მზის სხივების მსგავსია, ამიტომ ჩვენი სხეული საღამოსაც კი ფიქრობს რომ დღეა, რაც ბიოლოგიური საათის დარღვევას იწვევს. საუკეთესო გამოსავლი ის არის, რომ საწოლში ჩაწოლამდე ტელეფონი გამორთოთ, რათა ორგანიზმმა ნორმალურად დასვენება შეძლოს.

 

მეცნიერებმა ამ დრომდე არ იციან შეუძლია თუ არა მობილურ მოწყობილობასთან თუნდაც გადაჭარბებულ კონტაქტს კიბოს გამოწვევა, თუმცა დადასტურებულია, რომ ტელეფონი ძალიან მცირე რაოდენობის ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს, როდესაც ის ჩართულ მდგომარეობაშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ტელეფონი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მათი თავის ქალა გაცილებით თხელია ვიდრე მოზარდების შემთხვევაში. თუ თქვენს პატარებს ჯერ კიდევ თქვენ საძინებელში სძინავთ, მაშინ განსალუთრებით კატეგორიულად აკრძალეთ ტელეფონის საძინებელში შეტანა!

 

 

 

big_banner
არქივი