logo_geo
ვისთვის დაიწერა მსოფლიოს 120 ენაზე აჟღერებული სიმღერა - „Bésame mucho“
- +

1 ივნისი. 2019. 14:04

 

 

Bésame mucho - „მაკოცე ბევრი“ („მაკოცე მაგრად“) - სიმღერა, რომელიც იცის და უყვარს ყველას, რომლიც 120 ენაზე ჟღერს და რომლის ტირაჟი 100 მილიონს აჭარბებს !

 

„ბესამე მუჩო“ დღემდე მე-20 საუკუნის პოპულარული კომპოზიციების ათეულშია. ის მსოფლიოს ისეთმა ცნობილმა მომღერლებმა შეასრულეს, როგორიცაა: პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ფრენკ სინატრა და ელვის პრესლი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობილი ბრიტანული ჯგუფ „ბითლზის“ ერთ-ერთი პირველი სიმღერაც სწორედ „ბესამე მუჩო“ იყო.

 

 

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ვნებიანი სიმღერის ავტორი 15 წლის კონსუელო ველასკესი გახლდათ, ცნობილი ესპანელი მხატვრის, დიეგო ველასკესის შვილთაშვილი, მომავალში პოპულარული კომპოზიტორი და პიანისტი.

 

წლების შემდეგ, როდესაც მას ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი სიყვარული, რომელმაც ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ეს საოცარი სიმღერა დაწერა, მან უპასუხა, რომ ამ სიმღერის დაწერამდე არც კი უკოცნია ვინმესთვის და რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი.

 

 

კონსუელომ სიმღერა მართლაც ვირტუალური სიყვარულით, თავისი კერპის, ოსკაროსანი მსახიობის, გრეგორი პეკის პორტრეტის ფონზე შექმნა.

 

წლების შემდეგ ჰოლივუდში ის პეკს შეხვდა.

 

 

საოცარი ქალის სილამაზემ გულგრილი არ დატოვა ცნობილი მსახიობი, თუმცა ველასკესი ორ კვირაში მექსიკაში ბრუნდებოდა, სადაც მას შეყვარებული მამაკაცი ელოდა..

 

 

კონსუელო ველასკესი ამავდროულად უამრავი სიმღერის ავტორია, რომლებმაც ასევე დიდი წარმატება მოუტანეს მის ცხოვრებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: „Yo no fui“, „Anoche“, „Al nacer este día“, „Aunque tengas razón“, „Déjame quererte“, და სხვ.

 

თუმცა „Bésame mucho“ მაინც მუდამ საუკეთესოდ და ყველასათვის საყვარელ სიმღერად რჩება...

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი