logo_geo
„ლავრენტი ბერიამ მეფე დავითის სახელის უკვდავსაყოფად, დიდი შრომა გასწია და რომ არა მისი ვერაგული მკვლელობა...“
- +

1 ივნისი. 2019. 17:35

 

 

Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იქ, ორი ქართველი, შესაშური შეთანხმებით და გულდასმით ახერხებდნენ იმას, რასაც ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთება, წინაპართა გამოძახილით გვირგვინდებოდა. პროექტი - ქართველების უდიდესი მეფის - დავით აღმაშენებლის სახელის უკვდავყოფა, ბერიამ დიდი გულმოდგინებით ჩაიფიქრა. ჯერ კიდევ 1933 წელს, მან საქართველოს საშუალო განათლების პროგრამაში, საქართველოს ისტორიის საგანი დაამატებინა. ბერიას შეკვეთით, საქართველოს ისტორიის ორტომიანი სასწავლო წიგნები შემუშავდა და საშუალო სკოლის პროგრამებში - ოცდაათიანი წლების დასაწყისშივე შეიტანეს. „დავით აღმაშენებლის“ წერა გამსახურდიამ ბერიას შეკვეთით დაიწყო. გამსახურდია ამ რომანს - 1946-1958 წლებში წერდა და რომ დაასრულა, ბერია უკვე 5 წლის წასული იყო ამქვეყნიდან. რომანი სრულად 1962 წელს გამოსცეს. ბერიამ მეფე დავითის სახელის უკვდავსაყოფად, დიდი შრომა გასწია და რომ არა მისი ვერაგული მკვლელობა, დავით აღმაშენებლის შესანიშნავი ძეგლი თბილისის ცენტრში, მისთვის კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებდა. იმ პერიოდში ასეთ საკითხებს მხოლოდ სტალინი წყვეტდა და თითქმის ყოვლისშემძლე ბერიასაც კი, არ შეეძლო ამ ამბის ერთპიროვნულად მოგვარება. სტალინის მინიშნებით 1952 წლის მიწურულს ლავრენტი ბერია ვერა მუხინას სახელოსნოში ეწვია. ხუთი სტალინური პრემიის მფლობელი, ცნობილი „მუშა და კოლმეურნეს“ ქანდაკების შემქმნელი - 63 წლის ვერა მუხინა. სწორედ ამ დროს მიიღო ბერიასგან წინადადება, რომ მეფე დავით აღმაშენებლის მონუმენტური სკულპტურა შეექმნა. ბერიამ მას უთხრა: „ვერა იგნატიევნა, გარწმუნებთ, რომ ეს ქმნილება თქვენი შემოქმედების გვირგვინი იქნება და თვით „მუშა და კოლმეურნესაც“ კი დაჩრდილავსო“. მუხინამ თანხმობა განაცხადა. პავლოვიჩმა კი, სახელგანთქმულ მოქანდაკეს ძალიან დელიკატურად მიაწოდა ამ ქანდაკების კონცეფცია, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა: ყალყზე შეყენებულ, ფაფარაშლილ რაშზე ამხედრებულ მეფე დავითს, შემართული ხმალი უნდა სჭეროდა ხელში, რაც საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის სიმბოლოს გამოხატავდა. ძეგლის სიმაღლე 5 მეტრი უნდა ყოფილიყო და 3-მეტრიან პოსტამენტზე იდგებოდა. ძეგლი ბრინჯაოსი იქნებოდა. მოქანდაკე ბერიას იდეამ გაიტაცა და მათ იქვე გააკეთეს ჩანახატები. ბერიაც საუცხოოდ ხატავდა, არქიტექტურაშიც უზადოდ ერკვეოდა და მუხინას „ფანქრით გაუმხილა“ თავისი კონცეფცია. ბერიას რეკომენდაციით შეირჩა ნატურაც და ის ცნობილი ქართველი მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი იყო. ამგვარად, 1953 წლის 15 იანვარს, ვერა მუხინამ ქანდაკებაზე მუშაობა დაიწყო და მაკეტი სწორედ სტალინის გარდაცვალების დღეს - 5 მარტს დაასრულა. ბერიას კი მარტო მოუწევდა ქანდაკების დასრულება. 15 მარტს კი, ბერია კვლავ ესტუმრა მუხინას სახელოსნოში და ქანდაკების მაკეტი დაათვალიერა. მას თან აპოლონ შელეგია ახლდა. როდესაც მუხინას ესტუმრნენ, სპარტაკ ბაღაშვილიც იქ იმყოფებოდა. ორმეტრიან მაკეტს ბერია გულდასმით ათვალიერებდა და ბოლოს მუხინას უთხრა: „ვერა იგნატიევნა, თქვენ გენიალური მოქანდაკე ხართ“... შემდეგ კი ბაღაშვილს მიუბრუნდა და უთხრა: „საამაყოდ გაქვს საქმე, რადგან დიდი დავითის ნატურა ხარ და მოემზადე, რომ ფილმშიც მისი როლი შეასრულო“. სახელოსნოდან გასვლისას, ის ერთხელ კიდევ შემობრუნდა უკან და ქანდაკების წინ დადგა და ჩუმად ჩაულაპარაკია: „პირობას გაძლევ, დავასრულებ“. შელეგიას გაუგონია მისი სიტყვები, მაგრამ ვერ მიხვდა, ვის წინაშე დადო მან პირობა - აღმაშენებლის თუ სტალინის. უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, დავით აღმაშენებელზე ორსერიანი სუპერკოლოსიც გადაეღო, რომლის რეჟისორიც მიხეილ ჭიაურელი იქნებოდა, ხოლო მეფე დავითის როლს კი - ბაღაშვილი შეასრულებდა. 1953 წლის 15 მაისს, დავით აღმაშენებლის 90-ტონიანი ბრინჯაოს ქანდაკება უკვე ჩამოსხმული იყო. დაგეგმილი იყო,  30 ივლისს თბილისში ჩამოეტანათ. 12 აგვისტოს კი - დიდგორის ომის დღეს გაეხსნათ  ბერიას მოედანზე, რომელსაც ბერიას სურვილით - აღმაშენებლის მოედნის სახელი დაერქმეოდა. ამ პროცესს თავად ბერია უხელმძღვანელებდა. მაგრამ, მას ეს აღარ დასცალდა. დავითის ბრინჯაოს ქანდაკება გადაადნეს. ვერა მუხინა - ნიკიტა ხრუშჩოვმა ცეკაში დაიბარა და სასტიკად გამოლანძღა. 6 ოქტომბერს კი, გულის შეტევით - აღმაშენებლის „მოქანდაკეც“ გარდაიცვალა“.

 

 

 

big_banner
არქივი