ამ დღესვე შედგა კიდევ ერთი ისტორიული დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი:

 

 

სხდომა ისტორიული კადრით დასრულდა, რომელზეც ეროვნული საბჭოს წევრები არიან აღბეჭდილი:

 

 

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ეს ფოტოები საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული და ინტერნეტშიც არის ხელმისაწვდომი, თუმცა აქვე ინახება საზოგადოებისთვის უცნობი კადრებიც. On.ge-მარქივში მოიძა ფოტომასალა, რომელზეც დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართული ზეიმია აღბეჭდილი.

თბილისში, ვაკეში, რეკრეაციულ ზონაში, სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სპორტული შეჯიბრებები, სინქრონული ცეკვა, ვარჯიშები და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები მოეწყო.

 

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი 

 

ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ფოტოზე ჩანს, როგორ აძლევს ორი პირი მითითებებს ფლეშმობის მონაწილეებს, რომლებიც სინქრონულად ცეკვავენ:

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

 

შედეგად ასეთი კადრი მიიღეს:

 

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

 

ზეიმმა სრულიად თბილისის ქუჩები მოიცვა. სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს:

 

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი 

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი 

 

რუსთაველის გამზირი რომ ქართული ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ინახავს, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ ცოტას თუ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასი წლის წინ, თავისუფლება ცეკვით აღნიშნეს იქ, სადაც 100 წლის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, თავისუფლებისთვის ცეკვავდნენ.

 

 
 ფოტო 1: საქართველოს ეროვნული არქივი  

ეროვნულმა საბჭომ მალევე დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოს დროშა, გერბი და ჰიმნი:

ფოტო: ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი / კოლაჟი: On.ge

 

 

ჩვენამდე საქართველოს ჰიმნის ნოტების ვერსიამაც მოაღწია:

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

 

1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრება შეიკრიბა:

ფოტო 1: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 

 

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი. ფოტოზე მარცხნიდან: კონსტანტინე ჯაფარიძე, გრიგოლ ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, მდივანი ქრისტინე შარაშიძე. ფოტო გადაღებულია 1919 წელს, მთავრობის სასახლის აივანზე (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე):

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

 

"დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეთ", - დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება

1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში, სხვადასხვა პარტიის სახელით, დარეგისტრირდა 17 ქალი, რომელთაგანაც აირჩიეს ხუთი, ხუთივე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან:

ფოტო: ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი / კოლაჟი: On.ge

 

დამფუძნებელი კრების წევრები. პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: გიორგი ლასხიშვილი, ილია ბადრიძე, რაჟდენ არსენიძე, გერასიმე მახარაძე, ქრისტინე შარაშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი. მეორე რიგში: ლეონტი ჟღენტი, მიკიჩა ვარდოიანი, დავით ონიაშვილი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი:

ფოტო: 26 მაისი / FB

 

ნოე რამიშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე:

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ნოე ჟორდანია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე 1918 წლის ივნისიდან:

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

მარცხნიდან: შალვა ალექსი-მესხიშვილი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი ჟურული:

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

იგივე ხალხი, უბრალოდ, ქუდების გარეშე:

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

გიორგი კვინიტაძე (ჩიქოვანი) - გენერალი რომლის სახელსაც დემოკრატიული საქართველოს პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები უკავშირდება. 1918–1921 წლებში კვინიტაძე არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში:

 

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

 

 

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

და ბოლოს, 1919 წელს დამფუძნებელი კრების მიერ დამოწმებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი!

 

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

აქრივში პირველი რესპუბლიკის სხვა არაერთი ფოტო ინახება, თუმცა ჩვენ მხოლოდ რესპუბლიკის შექმნაზე, დამოუკიდებლობის აღნიშვნასა და იმ ადამიანებზე გიამბეთ, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა არასრული სამი წლით შეინარჩუნა, 1918 წლის 26 მაისი და პირველი რესპუბლიკის არსებობა ქვეყნის ისტორიისა და მომავლის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.