logo_geo
2006 წლის შემდეგ, ტელევიზორის ყურებაზე დახარჯული დრო 2-ჯერ შემცირდა
- +

2 ივნისი. 2019. 11:53

 

ჩვენს ცხოვრებაში კომპიუტერის როლის ზრდასთან ერთად, ერთი შეხედვით, ტელევიზორს უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უყურებს, თუმცა ჯერჯერობით ტელევიზია ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებად.

 

„აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ 1200 ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, რა საიხშირით უყურებენ ტელევიზორს ადამიანები და რა დროს ხარჯავენ ამაში. ამ კვლევის შედეგებს მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ.

 

აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად ტელევიზორს რესპონდენტების 96% უყურებს. ადამიანი დღის მანძილზე, საშუალოდ, 2-ჯერ უყურებს ტელევიზორს და თითო ჯერზე ამ აქტივობას, საშუალოდ, 1 საათს და 35 წუთს ანდომებს.

 

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ტელევიზორის ყურების შესახებ მონაცემი ასე გამოიყურება: 55-64 წლის რესპონდენტები ყველაზე აქტიურად უყურებენ ტელევიზორს, ყველაზე ნაკლებად კი 34 წლამდე რესპონდენტები. სქესის მიხედვით ტელევიზორის ყურების საკითხის განხილვა გვიჩვენებს, რომ 45 წლამდე ქალები უფრო დიდ დროს ხარჯავენ ტელევიზორის ყურებაში, ვიდრე კაცები; ამ ასაკის შემდეგ კი ტელევიზორის ყურებაზე დახარჯული დრო ქალებისთვის და კაცებისთვის თითქმის თანაბარია. ტელევიზორის ყურებას ყველაზე დიდ დროს 55 დან 64 წლამდე ადამიანები უთმობენ - წელიწადში, საშუალოდ, 58 დღეს.

 

საბოლოო ანგარიშით, 65 წლის ადამიანს, დაახლოებით, 8 წელი აქვს გატარებული ტელევიზორის ყურებაში.

 

ამ გამოკითხვის შედეგების 2006 წელს განხორციელებული მსგავსი კვლევის მონაცემებთან შედარებით აღმოჩნდა, რომ 2006-დან 2019 წლამდე ტელევიზორის ყურებაში დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ბოლო ათწლეულში ინტერნეტიზაციის მასშტაბების გაზრდასთან ერთად, გასაკვირი სულაც არ არის.

 

 

 

 

წყარო: agora.ge

 

 

 

big_banner
არქივი