logo_geo
23 საშუალება არეული ტვინის და ემოციების დასალაგებლად - არტ-თერაპევტის რჩევები
- +

2 ივნისი. 2019. 13:14

 

ზოგჯერ ისე გვიტევენ ემოციები, აზრები გვერევა, საჭირო სიტყვებს ვერ ვიხსენებთ, ფიქრები სინათლის სისწრაფით დაქრიან გონებაში და გვეჩვენება, რომ ტვინი ცოტაც და აფეთქდება. ამ შემთხვევაში არტ-თერაპევტის ვიქტორია ნეზარევიჩის მარტივი რჩევები დაგეხმარებათ. თქვენ მხოლოდ ფურცელი და ფანქარი დაგჭირდებათ. შესრულების ტექნიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ხატოთ.

 

დაიღალე? - დახატე ყვავილები.

 

ბრაზობ? - დახატე ხაზები.

 

გტკივა? - გამოძერწე.

 

მოწყენილი ხარ? – გააფერადე ფურცელი სხვადასხვა ფერებით.

 

დასევდიანდი? – დახატე ცისარტყელა.

 

გეშინია? – გააკეთე ქსოვილების აპლიკაცია, ან მაკრამე.

 

ღელავ? – შეკერე მოტანკა (საქსოვი ძაფების და ნაჭრების თოჯინები).

 

აღშფოთებული ხარ? – ფურცლები დახიე ნაკუწ-ნაკუწ.

 

წუხარ? – ორიგამები გააკეთე.

 

დაძაბული ხარ? – ორნამენტები დახატე.

 

გახსენება გიჭირთ? – ლაბირინთები.

 

იმედგაცრუებული? – რამე გადაიხატეთ, კოპიო გააკეთეთ.

 

სასოწარკვეთილებიდან გზების ხატვა გამოგიყვანთ.

 

გაცნობიერებაში, გაგებაში მანდალები დაგეხმარებიან.

 

ძალების აღდგენა სწრაფად პეიზაჟების ხატვითაა შესაძლებელი.

 

საკუთარ გრძნობებში გასარკვევად – ავტოპორტრეტი უნდა დახატოთ.

 

დამახსოვრებას თუ ცდილობთ – ფერადი ლაქა.

 

ფიქრების სისტემატიზაცია თუ გადაწყვიტეთ – ფიჭა და კვადრატები.

 

კონცენტრაცია – წერტილებით ხატვა.

 

საკუთარ სურვილებსა და მიზნებში ჩამოსაყალიბებლად – კოლაჟი უნდა გააკეთოთ.

 

სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავლის საპოვნელად – ტალღები და წრეები დახატეთ.

 

თუ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაიყინე და წინ ვერ მიდიხარ – სპირალების ხატვა გიჯობთ.

 

მიზანზე ფოკუსირებისთვის კი ბადეები და სამიზნეები უნდა ხატოთ.

 

 

 

წყარო: mental.ge

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი