logo_geo
რატომ არის ალუბალი ჯანმრთელობის საწინდარი?
- +

2 ივნისი. 2019. 15:08

 

ორი ათას წელზე მეტია, რაც ადამიანს ალუბალი მოჰყავს. ამ ხნის მანძილზე ამ ხილის 4000-ზე მეტი ნაირსახეობაა იქნა გამოყვანილი.

 

ალუბლის სასარგებლო თვისებები შეუფასებელია. მას იყენებენ როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინასა და კოსმეტიკაში.

 

მუქი წითელი შეფერილობის ალუბალში უფრო დიდი რაოდენობით ანტოციანინებია - ბიოფლავონოიდები. ბიოფლავონიოდებს შეუძლიათ სისხლძარღვების კედლების გაძლიერება, ორგანიზმის გაახალგაზრდავება და მისი დაცვა კიბოსგან. ამდენად, რაც უფრო მუქია ალუბალი, მით მეტად სასარგებლოა ის.

 

ალუბლის უფრო მჟავე ჯიშები გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ტკბილი. მჟავე გემოს მიზეზი, როგორც წესი, არის ორგანული მჟავები და ვიტამინები, მაგალითად, როგორიცაა: С (ასკორბინის მჟავა) და В9 (ფოლიუმის მჟავა). ამიტომ სიმჟავე ალუბალში გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე სიტკბო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი