logo_geo
რატომ მოხვდა საქართველოში პოპულარული ყავის ბრენდი სიცოცხლისთვის საშიშ პროდუქტთა სიაში?
- +

2 ივნისი. 2019. 19:32

 

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავის ბრენდი „Nescafé“ მრავალმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ იმ ბრენდთა რიგში შეიყვანა, რომელთა პროდუქციის მიღება არ არის მიზანშეწონილი. მათ შორის, „caffeineinformer“-მაც.

 

„ნესკაფე“ ერთ-ერთი დიდი კომპანიის „ნესტლეს“ ქვეკატეგორიაა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში გააქვს თავისი პროდუქცია ექსპორტად. თუმცა, „caffeineinformer-მა“ იგი ყავის იმ ბრენდთა შორის შეიყვანა, რომლის მიღებაც არ არის მიზანშეწონილი და სახიფათოც კი სხვადასხვა შემთხვევაში.

 

კონკრეტულად, კი „Rainforest Alliance-მა“ „Sustainable Agriculture Network (SAN)-თან“ ერთად გამოიკვლია და შეისწავლა მსოფლიოში აღიარებული ყავის მწარმოებელ კომპანიათა პროდუქცია, როგორ ქიმიურად, ისე მინიჭებული სტატუსის, რეიტინგის, დამუშავების ტექნოლოგიების, მოყვანის პირობებისა და სხვათა მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებდნენ სტანდარტს ამ სფეროში.

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ნესკაფე“ არ/ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს ყავის სფეროში და პროდუქციის სანდოობის დამადასტურებელი ორგანული სერთიფიკატიც არ გააჩნია.

 

სწორედ ამიტომ, დიდი შანსია შეიცავდეს ქიმიკატებს და ობის სოკოს. ამის შემჩნევა დალევისას შეუძლებელია და ორგანიზაცია გვაფრთხილებს არ გამოვიყენოთ ამ ბრენდის მიერ წარმოებული ყავა

 

გარდა ამისა, „canstarblue-მა“, რომელიც ყოველწლიურად ყავის მწარმოებელი კომპანიების რეიტინგს ადგენს და მრავალ კრიტერიუმს ითვალისწინებს, წელს, „ნესკაფეს“ რეიტინგის ბოლოს წინა ადგილი მიანიჭა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი