logo_geo
სრული საოცრება საქართველოში! კრუბერის გამოქვაბული, რომელიც დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა
- +

3 ივნისი. 2019. 10:53

 

 

გამოქვაბული, რომელიც დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა და მისი სიღრმე 2190 მეტრია - საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს.

 

გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

 

პირველად კრუბერის გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს.

 

მეორედ კრუბერი კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს.

 

შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.

 

2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა.

 

რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე, რომელმაც 2140 მეტრზე შეძლო ჩასვლა.

 

მღვიმე იმითაც არის გამორჩეული, რომ იქ მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა.

 

ამ სილამაზის აღქმა სრულ შოკს იწვევს მნახველთათვის.

 

გამოქვაბულში ბევრია წყლის ნაკადები და პატარა ტბები.

 

გამოქვაბულთან არაერთი რეკორდია დაკავშირებული. ერთ-ერთია ის, რომ კრუბერის გამოქვაბულში მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მირაკრაკებს (სიგრძე 18 მეტრი) და შემდეგ შავ ზღვაში ჩაედინება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი