logo_geo
Facebook-ზე რეაქციის გამოხატვას საკუთარი ავატარით შეძლებთ
- +

4 ივნისი. 2019. 15:04

 

Facebook-ის ახალი – ავატარის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენი ვირტუალური გამოსახულება იმისათვის, რომ გამოხატოთ რეაქცია პუბლიკაციებზე, ასევე, ჩატსა და კომენტარებში. ამისათვის, თქვენი ავატარის პერსონალიზებაა საჭირო – დასაწყისისთვის, უნდა აირჩიოთ სახე, თმა, ტანსაცმელი. ასე შექმნით თქვენს ავატარს, თქვენს მსგავსად და ხატად და შეძლებთ, თქვენი ციფრული გამოსახულება გამოიყენოთ სტიკერებად და ემოციებად.

 

მოწონების ფუნქციიდან რეაქციებამდე და რეაქციებიდან ავატარებამდე – თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ „ფეისბუქის“ პროგრესი, რომელიც თვითგამოხატვის გზების ტრანსფორმაციას უკავშირდება.

 

გამოცემა „TechChrunch“-ის ცნობით, Facebook-ს ფუნქცია Avatar დღეს, ავსტრალიაში გახდა ხელმისაწვდომი. აქ მესენჯერისა და სიახლეების ზოლის კომენტარებში უკვე შეუძლიათ პერსონალიზებული ემოციების გამოხატვა, საკუთარი ციფრული გამოსახულების სახით. დანარჩენი მსოფლიო კი ამ ფუნქციას 2019 წლის დასასრულს ან 2020 წლის დასაწყისში მიიღებს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი