logo_geo
შექმნეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გულის შეტევის გადატანაში დაგვეხმარება
- +

4 ივნისი. 2019. 18:06

 

„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“ მილიონობით ცოცხალ ღეროვან უჯრედს შეიცავს, რომლის დახმარებითაც ადამიანები სწრაფად შეძლებენ გულის შეტევის შემდეგ არსებული მდგომარეობიდან გამოსვლას. ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერები იუწყებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მოქნილი პლასტირი ზომაში მხოლოდ 2-დან 3 სანტიმეტრამდეა, ის პაციენტის უჯრედების ნიმუშიდან შექმნეს და ლაბორატორიაში გაზარდეს, რომელიც ჯანსაღ მომუშავე კუნთად გადაიქცა. პლასტირი ასევე გამოიმუშავებს ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც აღადგენენ და ასევე აახლებენ გულის უკვე მომუშავე უჯრედებს.

 

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა „ცოცხალი ლეიკოპლასტირი“ მანჩესტერში გულის დაავადებების თემასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს. მეცნიერებმა დასძინეს, რომ კურდღლებზე ეს სიახლე წარმატებით დატესტეს. უახლოეს პერიოდში ცდები ადამიანებზე დაიწყება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი