logo_geo
ყავაზე ახალმა მასშტაბურმა კვლევამ გამაოგნებელი შედეგები აჩვენა
- +

4 ივნისი. 2019. 23:05

 

ახალმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც 8 412 ბრიტანელი მონაწილეობდა, გამაოგნებელი შედეგები აჩვენა.

 

კვლევის თანახმად, ერთი დღე-ღამის განმავლობაში მიღებული 25 ფინჯანი ყავა უვნებელია გულისთვის, წერს The guardian-ი.

არადა ბოლო კვლევამდე იყო მოსაზრება, რომ  ყავა არტერიებს ამკვრივებს, რაც გულზე დატვირთვას აძლიერებს და იზრდება გულის შეტევის ან ინსულტის რისკი. ამიტომ ყავის მოყვარულებს ურჩევდნენ, შეეზღუდათ მისი მიღება და 24 საათის განმავლობაში ექვს ფინჯანზე მეტი არ დაელიათ.

ახალმა მასშტაბურმა კვლევამ კი, რომელშიც 8 412 ბრიტანელი მონაწილეობდა და რომელსაც ნაწილობრივ ბრიტანეთის გულის ფონდი (BHF) აფინანსებდა, აჩვენა, რომ ექვსზე ბევრად მეტი, კონკრეტულად 25 ჭიქა ყავაც კი არაფერს ვნებს არტერიებს.

 

ლონდონის დედოფალ მარიას სახელობის (QMUL) მეცნიერებმა ექსპერიმენტის დაწყებამდე მის მონაწილეებს აორტის კედლების ელასტიურობა და ყველა არტერიის სიმკვრივე შეუმოწმეს. სწავლულების თქმით, სწორედ ეს ორი პარამეტრი ახდენს უშუალო ზეგავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე.

 

ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში ისინი შედიოდნენ, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთხელ სვამდნენ ყავას, მეორეში ისინი, ვინც სამ ჭიქას მიირთმევდა, ხოლო მესამეში - ვინც სამ ჭიქაზე მეტს იღებდა.

 

აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელი ჯგუფის ზოგი წევრი დღეში 25 ფინჯან ყავასაც კი სვამდა. დადგინდა, რომ ასაკის, წონისა და მავნე ჩვევების მიუხედავად, ამ ადამიანების არტერიები პრაქტიკულად წესრიგში იყო და არანაირად არ ემუქრებოდა გამკვრივება. ხოლო დაფიქსირებული მცირე ცვლილებები არა ყავის, არამედ თამბაქოს მოხმარებით იყო გამოწვეული. ეს ყველაფერი მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით და ასევე პულსირებული ტალღის ინფრაწითელი ტესტებით შემოწმებით გაირკვა.

 

 

 

 

big_banner
არქივი