logo_geo
ვინ არის პირველი პრეზიდენტის ნათლული - გოგონა საარჩევნო ბანერიდან
- +

11 თებერვალი. 2017. 13:13



ბევრს ახსოვს 90-იან წლებში, „მრგვალი მაგიდა-თავისუფალ საქართველოს" საარჩევნო ბანერზე პატარა გოგონას ფოტო, შინდისფერი დროშით... ბევრსაც უკითხავს, თუ ვინ იყო ეს გოგონა... დღეს ეს ბავშვი უკვე დიდი გოგონაა, სალომე მაყაშვილი! ზვიად გამსახურდიას თავად შეურჩევია ეს ბავშვი საარჩევნო აფიშისთვის, როგორც იმედი მომავალი საქართველოსი ეროვნული ატრიბუტიკით...


მოგვიანებით კი, როდესაც ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა, სალომე მოუნათლავს. მისთვის დღემდე ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყო ტვირთია ასეთი ნათლიის ყოლა. ბავშვი თურმე ზვიადს „მზვიადს" ეძახდა, რადგან თავისი ბავშვური ცნობიერებით „მზვიადი" მზესთან იყო გაიგივებული...


(ინფორმაციას facebook-გვერდი „ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა" ავრცლებს)




 

big_banner
არქივი