logo_geo
მათ სრულად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე...
- +

11 თებერვალი. 2017. 14:45



ფოტოზე - „ეროვნული მოძრაობის" გამორჩეული, კოლორიტი ადამიანები ჩოხოსანი მიხეილ დიდებულიძე და ბაბუ, იგივე მელორ წურწუმია. მათ სრულად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უკვე ხანდაზმული პიროვნებები იყვნენ, ბევრ ახალგაზრდას აჯობებდნენ ენერგიულობით, სულის ხალისით. რაც მთავარია, ორივე ადამიანი მხოლოდ ეროვნული იდეებით ცოცხლობდა...


ბაბუ უფრო ადრე წავიდა ამქვეყნიდან, ვეღარ გაუძლო დევნას, დაპატიმრებას, ერთ-ერთ მიტინგზე სასიკვდილოდ ცემას, სოციალურ გაჭირვებას... უაღრესად განათლებული იყო, რამდენიმე უცხო ენა იცოდა და პეტერბურგში ჰქონდა უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული. შევარდნაძის ელიტისთვის კი ისიც უბრალო გლეხუჭა იყო, პროვინციელი ფაშიზმის მიმდევარი და მიუღებელი...


ასეთივე მიუღებელი იყო და გაუგებარი მიხეილ დიდებულიძეც, მართლაც დიდებული ადამიანი... ერთ-ერთ მიტინგზე მიხეილ დიდებულიძეს ხალხი პირდაღებული უყურებდა... ვერ გაეგოთ, რატომ ეცვა ჩოხა ან ხანჯალი რატომ ეკეთა მოსირმულ, შინდისფერ ჩოხა-ახალუხზე...


(ინფორმაციას facebook-გვერდი „ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა" ავრცლებს)





 

big_banner
არქივი