ბრიტანეთში პლანეტის მოსახლეობის სიცოცხლისათვის არსებული საფრთხეების კვლევა ჩაატარეს. კვლავა დაეფუძნა მარკეტინგული კომპანია Blueclaw-ის მონაცემებს, რომელიც თავის მხრივ 50 ავტორიტეტულ წყაროს ეყრდნობა. მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს გაერო-ს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა.
გამოცემა „How Will The World End“-ის მონაცემებით, კვლევამ აჩვენა რომ პლანეტის მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ტუბერკულოზია, რადგან 2017 წელს ამ დაავადების შედეგად 2 მილიონი ადამიანი მოკვდა, ხოლო 10 მილიონი ინფექციის მატარებელია.
კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწის მოსახლეობისთვის მეორე საფრთხეა ბირთვული ომი, რომელიც შესაძლოა მოულოდნელად დაიწყოს.