logo_geo
7 ყველაზე დაუჯერებელი გზა პლანეტაზე + საქართველო
- +

10 ივნისი. 2019. 14:06

 

ჩვენც ვცხოვრობთ პლანეტაზე უამრავი საოცარი საგნებით, რომლებიც ჩვენს გარშემოა და მათ რიცხვს მიეკუთვნება რამდენიმე საავტომობილო გზაც. გზა შესაძლოა მიმზიდველად მოგეჩვენოთ, თუმცა სახიფათო თავგადასავალსაც მოიცავს.

 

გამონაკლისი არც საქართველოა. საკმაოდ დიდი რაოდენობის რთული და სახიფათო გზაა საქართველოშიც. ზოგიერთ მათგანზე სტატიის ბოლოს ვისაუბროთ.

 

 

ბოლდუინ სთრითი

ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო დაღმართი, რომელიც ახალ ზელანდიაში, ქალაქ დანიდინშია. თუ 5 მეტრს ჰორიზონტალურად გაივლი, მერე შეიძლება ერთი მეტრი ვერტიკალურად ჩაიარო. მძღოლმა მანქანა არ უნდა შეაჩეროს, რომ არ ჩაუქრეს.

 

 

 

 

მაკ მერდო

ყველაზე ყინულოვანი საფარის გზატკეცილი, რომლის სიგრძე 1.5 კმ-ია. ის აერთებს ამერიკის ანტარქტიკის სადგურებს მაკ მერდოსა და ამუნდსენ სკოტს. ზედაპირი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, გვერდებზე წითელი ალმებია თვალსაწიერისთვის. გზა უსაფრთხო არ არის, იზოლირებულია და მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

 

 

 

 

 

ნორტ იუნგას როუდი

მიეკუთვნება ყველაზე საშიშ ტრასებს, 65.5 კმ-ია. მდებარეობს ბოლივიაში. იწყება დედაქალაქ ლა პასიდან, გადის მთებში ქალაქ კოროიკომდე. ყოველწლიურად აქ ტრაგიკულად იღუპება 200-დან 300 ადამიანი, ამიტომ მას „სიკვდილის გზას“ უწოდებენ.

 

 

ტრასის სიგანე დაახლოებით 3 მეტრია, ძირითადი ნაწილი არ არის შემოსაზღვრული და დაახლოებით 600 მეტრ სიმაღლეზეა. შემოდგომის ბოლოდან ნალექების სეზონი იწყება, ძლიერი წვიმებია, ნისლი და ხილვადობა რთულდება, მთიდან წყალი ჩამოდის, რაც გზას ტალახიანს ხდის. ზაფხულში კი მოძრაობას ართულებს მტვერი და ქვიშა.

 

 

გრიმზელის გასასვლელი

ერთ-ერთი ყველაზე კლაკნილი მთიანი გზა მსოფლიოში, მდებარეობს შვეიცარიაში, ალპებში. იწყება 600 მ სიმაღლიდან. უღელტეხილთან მდებარეობს „მკვდარი ტბა“ და უფრო მცირე ზომის გრიმზელი და როტერიხსბოდენი, მათ შორისაა რამდენიმე კაშხალი.

 

 

 

 

 

ფეირი მედოუ

პლანეტაზე ყველაზე ვიწრო და სახიფათო გზა პაკისტანშია. გერმანელმა ალპინისტებმა მას „ზღაპრული მდელო“ უწოდეს, ადგილობრივები კი „ჯუტს“ ეძახიან. გზა გადის საძოვრების გასწვრივ.

 

 

მდებარეობს ზღვის დონიდან 3350 მეტრზე მაღლა, ათვლის წერტილია ჰიმალაისკენ მიმავალი მოგზაურებისთვის. 1995 წლიდან პაკისტანის მთავრობამ გზა და მის გარშემო ღირსშესანიშნაობები ეროვნულ პარკად გამოაცხადა.

 

 

 

ყარაყუმის შოსე

ასფალტის შოსე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია დედამიწაზე. 5.5 ათას მეტრზე მდებარეობს. 1300 კმ-ია. 1986 წელს გაიხსნა.

 

 

 

 

 

პანამერიკული შოსე

ყველაზე გრძელი შოსე 47 960 კმ-ზეა გადაჭიმული, გადის ალიასკის ჩრდილოეთ ყურეს, კანადას, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, აშშ-ს და მთავრდება არგენტინის სამხრეთ ნაწილში.

 

 

თითოეული ეს გზა თავისებურად უნიკალურია და თუ აქ მოხვდებით, მიუხედავად საშიშროებისა და რისკისა, შთაბეჭდილებები დიდხანს გაყვება ადამიანს.

 

 

 

თუშეთი

 

 

თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC-მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

 

თუშეთის გზა ღიაა მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე. აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა, დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება.

 

საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

 

სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი.

 

 

მესტია

 

 

 

 

მესტია მდებარეობს თბილისიდან 456 კმ, ხოლო ზუგდიდიდან 128 კილომეტრზე. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით.

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 7-8 საათი სჭირდება მგზავრობას. გზა მესტიამდე დაგებულია და ზუგდიდის შემდეგ უდიდესი ნაწილი ბეტონის საფარითაა დაფარული.

 

 

სამხედრო გზა

 

 

საქართველოს სამხედრო გზა – ისტორიული სახელწოდება გზისა, რომელიც კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის ჯვრის უღელტეხილით (2395 მ) და თბილისს ვლადიკავკაზთან აკავშირებს. სიგრძე 206 კმ-ია. გაიხსნა 1899 წელს.

 

თბილისიდან გზა მიყვება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. სოფელ ზემო მლეთიდან იწყება ზემო მლეთის აღმართი, რომელიც ჯვრის უღელტეხილით მთავრდება. უღელტეხილიდან გზა ეშვება მდინარე ბიდარის ვიწრო ხეობაში. სტეფანწმინდიდან გზა ხიდით გადაინაცვლებს მდინარე თერგის მარცხენა მხარეს. მდინარე ჩხერის შესართავთან იწყება დარიალის ხეობა. აქედან გზა კვლავ მდინარე თერგის მარჯვენა მხარეზე გადადის, გაივლის სოფლებს, შედის შედარებით ფართო ბალთის ხეობაში, რომელიც კლდოვან ქედს კვეთს. აქედან გზა ჯერ საძოვრებიან, შემდეგ ტყიან ქედს კვეთს და მთავრდება ვლადიკავკაზთან.

სოფელ ზემო მლეთიდან იწყება მაღალმთიანი რელიეფი, რომელშიც გამოხატულია მთა-ტყის, სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტური ზონები. მდინარე ბიდარის ხეობაში არის ნარზანის ცნობილი მინერალური წყაროები.

 

საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ზემო ლარსი და ყაზბეგი.

 

საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად წარმოადგენს ევროპის ავტომაგისტრალი E117-ის ერთ-ერთ მონაკვეთს.

 

საქართველოს სამხედრო გზაზე არაერთი მატერიალური კულტურის ძეგლია.

 

 

 

 

ხევსურეთი

 

 

ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი – ბარისახო) და შატილის (ცენტრი – შატილი).

 

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება. უღელტეხილი ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა.

 

ზამთარში ხევსურეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

 

ბუნებრივია, საქართველოში სხვა რთული და ლამაზი გზებიცაა (თუნდაც აჭარაში). ეს გზები სახიფათოა და მძღოლის მხრიდან განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს, თუმცა მეორე მხრივ მართლაც რომ საოცარ ადგილებზე გადის, სადაც ქართველი კაცი ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი.

 

 

 

big_banner
არქივი