logo_geo
რაზე საუბრობენ სკოლის ნანგრევებისგან შექმნილი სკულპტურები? – „UNICEF“-ის კამპანია
- +

11 ივნისი. 2019. 17:09

 

 

ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში საომარი მდგომარეობა იყო, 3-დან 1 ბავშვი სკოლის გარეშეა დარჩენილი. ამ პრობლემის საჩვენებლად, „UNICEF“-მა კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით „კლასი მომავლის გარეშე“. ომისგან დანგრეული სკოლებიდან შეგროვილი ხის მასალებისგან შექმნეს ბავშვების ხის სკულპტურები. სიმბოლურად, ეს სკულპტურები უდანაშაულო მსხვერპლს ასახავდა, იმ ბავშვების სახით, რომლებმაც დაკარგეს სკოლა და სწავლის უფლება. ნამუშევრების გამოფენა „UNICEF“-მა 2019 წლის მაისში, პალმა-დე-მალიორკას აეროპორტში მოაწყო. გამოფენის მიზანი იყო, საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსული დელეგატების ყურადღება მიეპყროთ უსაფრთხო სკოლების აუცილებლობისკენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი