logo_geo
რესტორანი, სადაც სტუმრებს ხელით აჭმევენ
- +

11 ივნისი. 2019. 17:10

 

 

ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს ხელი აჭმევენ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. იქ მისულ მომხმარებელს აღარ მოუწევს სუფრასთან ქცევის წესების პრაქტიკაში გამოყენება, მას ეს უბრალოდ არ დასჭირდება.

 

 

 

ეს რესტორან  „Hands Off!“ მომსახურებაა. აქ პერსონალი მომხმარებლებს ჭამაში დაეხმარება, უფრო სწორად, ხელით აჭმევს. ასეთი სერვისის შთაგონების წყარო ტაილანდური ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც, მასპინძელი ცდილობს, სტუმარს ყველანაირი კომფორტი შეუქმნას და მაქსიმალურად ასიამოვნოს.

 

გამოცემა Metro.co.uk ინფორმაციით, ვიზიტორებს საკუთარი ხელით წყლის დალევაც კი არ მოუწევთ – მათ მაგივრად ამაზეც მიმტანები იზრუნებენ. რესტორნის მენიუში, ძირითადად, აღმოსავლური კერძები იქნება, რადგან კონცეფციის ინსპირაცია სწორედ იქაური ტრადიციები გახდა. Hands Off!  სადილი, ერთ პერსონაზე, დაახლოებით, $26 ეღირება და პირველ სტუმრებს რამდენიმე დღეში მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი