logo_geo
გურული მხედრის სახე ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე
- +

14 ივნისი. 2019. 16:08

 

მანჰეტენზე, ვესტ-ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩასული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, კედლის მხატვრობა „თავისუფლების ფერების“ სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.

 

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე, მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო. ირაკლი მახარაძე ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას უკვე 20 წელია, იკვლევს და ამ თემაზე უამრავი დოკუმენტური მასალა მოიძია. მკვლევარი ამბობს, რომ გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

ედუარდო კობრას ნამუშევარი, დიდი პროექტის ერთი ნაწილია. პროექტი „ელის აილენდზე“ განთავსებულ იმიგრაციის მუზეუმთან თანამშრომლობით განხორციელდა. „ელის აილენდი“ არის კუნძული, რომლის გავლითაც აშშ-ში 12 მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა. ელისის კუნძულზე საიმიგრაციო სამსახური 1892 წელს გაიხსნა და 62 წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 5 000 იმიგრანტს იღებდა. მათ შორის იყვნენ ქართველი ემიგრანტებიც.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი