logo_geo
კიბოს უჯრედების განადგურება შესაძლებელი ხდება
- +

14 ივნისი. 2019. 16:36

 

არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ლაზერი ZAPS, რომელიც აღმოაჩენს და ანადგურებს კიბოს უჯრედებს კანის გავლით.

 

ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელის, ვლადიმერ ჟაროვის განცხადებით, იდეა მდგომარეობს კიბოს უჯრედების მოკვლაში, სანამ ის მეტასტაზირებას დაიწყებს.

 

ლაზერული სხივების ზემოქმედებით, ორგანიზმში დაავადებული უჯრედები გაცილებით უფრო აქტიურები ხდებიან, ვიდრე ჯანმრთელი ნაწილები. სითბური ეფექტი დაზიანებული უჯრედების გაფართოებას იწვევს, შემდეგ კი შლის მათ.

 

ვლადიმერ ჟაროვის განცხადებით, ერთ-ერთ პაციენტში სიმსივნის უჯრედების 96% განადგურდა. ამავდროულად, ლაზერი არ მუშაობდა სრული დატვირთვით.

 

ZAPS-ს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა. მას შეუძლია 1 სთ-ში 1ლ სისხლის სკანირება გააკეთოს, რაც გაცილებით დიდი სიჩქარეა, ვიდრე სხვა ანალოგიურ მოწყობილობებს აქვთ.

 

 

 

 

big_banner
არქივი