logo_geo
ვინ მოიგონა საცურაო კოსტიუმი და ვინ ჩაიცვა ის პირველად
- +

15 ივნისი. 2019. 12:44

 

 

გასული საუკუნის შუა წლებამდე საცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებული მოდა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. დღეს მაღაზიები მომხმარებელს ათობით ფასონის საცურაო კოსტიუმს სთავაზობენ. 

 

საცურაო კოსტიუმის პირველსახე ძველ რომში გაჩნდა, მაგრამ პლაჟის მოდაზე ფიქრი ადამიანებმა მოგვიანებით, ვიქტორიანულ ეპოქაში დაიწყეს. თუმცა მაშინდელი კოსტიუმები თანამედროვეს ნაკლებად ჰგავდა: ეს იყო კაბა, პერანგის შარვალი და ჩაჩი.

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში კაცებს მოსახერხებელი, ტანზე მჭიდროდ მიკრული საცურაო კოსტიუმები ჰქონდათ, ქალები კი სანაპიროზე კაბებსა და პერანგის შარვლებში დადიოდნენ.

 

პლაჟის მოდაში თანასწორობას ავსტრალიელმა მოცურავემ და მსახიობმა ანეტ კალერმანმა მიაღწია, რომელმაც 1907 წელს შერწყმული საცურაო კოსტიუმი მოიგონა. კალერმანს სპორტულ შეჯიბრებებში კაცებთან ერთად მონაწილეობა სურდა. კოსტიუმს მოკლე სახელოები და შორტი ჰქონდა. მაგრამ როდესაც კალერმანი ამ ფორმაში საჯაროდ, ხალხის წინაშე გამოჩნდა, ის დააპატიმრეს.  

 

რაც შეეხება „ბიკინის“, ის ფრანგების გამოგონებაა. კერძოდ, მოდელიერ ლუი რეარის, რომელმაც ის 1946 წელს პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. მაშინ „ბიკინიში“ პოდიუმზე კაზინო-დე-პარის მოცეკვავე მიშელინ ბერნარდინი გამოვიდა. ლუი რეარმა ეს ლეგენდარული ჩვენება პარიზული ელიტის საყვარელ დასასვენებელ ადგილას, „მოლიტორის“ აუზზე მოაწყო.

 

1960-იანი წლების დასაწყისამდე ბიკინიში ჩაცმული გოგო პლაჟზე შეიძლება არ შეეშვათ. სიტუაცია ფრანგმა მსახიობმა ბრიჟიტ ბარდომ შეცვალა, რომელსაც თამამად ეცვა ღია საცურაო კოსტიუმი სენ-ტროპეს პლაჟებზე. ბარდოს პლაჟზე დასვენება უყვარდა და სიამოვნებით ატარებდა „ბიკინის“. ეკრანზე ღია საცურაო კოსტიუმში მსახიობი ჯერ კიდევ 1952 წელს გამოჩნდა ფილმში, რომელსაც ასეც ერქვა - „მანინა, გოგონა ბიკინიში“.

 

ფრანგულ ფილმში „აუზი“, რომელიც ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა, ერთდროულად რამდენიმე საცურაო კოსტიუმის მოდელია ნაჩვენები - აქ რომი შნაიდერი ჩნდება, როგორც შერწყმულ, ასევე განცალკევებულ საცურაო კოსტიუმში, ხოლო ჯეინ ბირკინი თეთრი ფერის „ბიკინის“ ატარებს.

 

„ბიკინის“ შემდეგ საცურაო კოსტიუმის კიდევ ერთი ფასონი - „ჰალტერი“ გაჩნდა. როგორც წესი, ის ღრმადაა ამოჭრილი მკერდზე, ხოლო ბიუსტჰალტერის ბრეტელები კისერთან იკვრება. „ჰალტერის“ ტარება ბრიჟიტ ბარდოს და მერილინ მონროს უყვარდათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი