logo_geo
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ძალიან ცხელა და დაძინება გიჭირთ?
- +

15 ივნისი. 2019. 22:41

 

 

ძალიან გაგიმართლათ, თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც სახლში კონდიციონერი აქვს ან სიცხე მშვიდად ცხოვრებაში ხელს არ უშლის, დანარჩენებს კი ჩვენი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ:

 

  1. გვერდით გადადეთ პიჟამო და თუ შესაძლებელია, შიშველმა დაიძინეთ.

 

  1. გააღეთ ფანჯრები სახლის სხვადასხვა მხრიდან, რომ ოთახში ჰაერმა იტრიალოს.

 

  1. დაწოლის წინ თბილი შხაპი მიიღეთ. სწორედ თბილი და არა ცივი და ყინულოვანი, რადგან ცივი შხაპის შემთხვევაში თქვენი სხეული სითბოს კომპენსირებას ტემპერატურის მომატებით ეცდება.

 

  1. გათიშეთ წყლის გამათბობელი მოწყობილობა, რომელიც სითბოს გამოყოფს და კარგი იზოლაციის შემთხვევაშიც კი კედლებს ათბობს.

 

  1. დაასველეთ რბილი ქსოვილი ცივ წყალში და მკერდზე დაიფინეთ. ზოგ შემთხვევაში, სველი წინდების ჩაცმაც რეკომენდებულია.

 

  1. საწოლის გვერდით დაიდგით წყლის საფრქვევი და დაძინებამდე რამდენჯერმე მიისხურეთ.

 

  1. ყინულის კუბები ან პოლიეთილენის ბოთლში გაყინული წყალი გაახვიეთ რბილ ქსოვილში და სხეულთან ახლოს ან ფეხებთან დაიდეთ.

 

  1. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის პაპანაქებაში ლოგინზე გრილი შეზლონგია. გაშალეთ შეზლონგი გრილი მეტლახის იატაკზე და მშვიდად დაიძინეთ.

 

  1. დაწოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ხელის მტევნები ცივ წყალს შეუშვირეთ და რამდენიმე წამი გააჩერეთ, სანამ სხეულში სიგრილეს არ იგრძნობთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი