logo_geo
„ძალიან საინტერესო ამბავია“ – 36 წლის წინ ჩამოსხმული „კოკა-კოლა“ თბილისში აღმოაჩინეს
- +

17 ივნისი. 2019. 18:46

 

 

„პრაიმტაიმმა“ 1983 წელს, ბუენოს-აირესში ჩამოსხმული „კოკა-კოლა“ თბილისში აღმოაჩინა. 36 წლის წინანდელი 285-გრამიანი გამაგრილებელი სასმელი გეგეჭკორების ოჯახში ხელუხლებელი ინახება.

 

ცხადია, ჩვენ დავინტერესდით, როგორ აღმოჩნდა საბჭოთა საქართველოში აკრძალული ამერიკული ბრენდი. ირკვევა, რომ 1983 წელს ფოთის პორტში უცხოური გემი შემოვიდა, იქვე მყოფ რამდენიმე ქართველს მეზღვაურებმა გამაგრილებელი სასმელი აჩუქეს, რომელიც საბჭოთა საქართველოში არ შემოდიოდა.

 

გეგეჭკორებისთვის ნაჩუქარი ორი ბოთლი „კოკა-კოლიდან“ ერთი მაშინვე დააგემოვნეს, მეორე კი ოჯახში რელიკვიად დღესაც ინახება.

 

საქართველოში კ„ოკა-კოლა“ ოფიციალურად ამ ამბიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 1993 წლის 30 ივნისს შემოვიდა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მფლობელის, ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთვის საქართველოში 1983 წელს ჩამოსხმული „კოკა-კოლის“ არსებობა სრული მოულოდნელობა იყო. მან ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმისგან“ შეიტყო.

 

„ძალიან საინტერესო ამბავია. მაგარია. ძალიან გამიხარდა. ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა - „კოკა კოლას“ სვამენ პრეზიდენტები, ლიზ ტეილორიც და წარმოიდგინე, შენც შეგიძლია დალიოო. ჩვენ ახლა მუზეუმს ვაკეთებთ და ამ მხრივაც საინტერესო ინფორმაციია. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, იმ მეზღვაურებმა ერთ-ერთ პრესტიჟულ საჩუქრად ჩათვალეს. სხვათა შორის, ილიკო სუხიშვილიც მიყვებოდა ხოლმე, გასტროლებზე რომ მივდიოდით, ხშირად გვჩუქნიდნენ ხოლმე „კოკა-კოლასო“, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად ღირსეულ საჩუქრად ითვლებოდა“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი