logo_geo
მედიკოსებმა კაცის უნაყოფობის მოულოდნელი და გამაოგნებელი მიზეზი აღმოაჩინეს
- +

18 ივნისი. 2019. 01:27

 

 

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ქალი ორსულობისას იმყოფებოდა სტრესში, ბიჭის გაჩენის შემთხვევაში, მას ფერტილობა დაქვეითებული ექნება. ზრდასრულ მამაკაცებს, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ, შემცირებული ჰქონდათ სპერმატოზოიდების რაოდენობა და ხარისხიც დაქვეითებული იყო. რაც მეტია დედის ცხოვრებაში მატრავმირებელი მოვლენები (ახლობლის გარდაცვალება, გაყრა), მით დაბალი ხარისხის სპერმა აქვს მის ვაჟს.

 

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ სამი ძლიერი სტრესული მოვლენა სპერმატოზოიდების რაოდენობას ამცირებდა 36%, ხოლო ტესტოსტერონის დონეს 11%-ით აქვეითებდა. როგორც ჩანს სტრესი არღვევს ქალის სხეულში ჰორმონულ ბალანსს, კერძოდ, სტრესი დედის ორგანიზმში ანდროგენების აქტოვობას აქვეითებს.

 

მეცნიერებმა გააანალიზეს 20 წლის ასაკის 643 კაცის სპერმის ხარისხი. ამ კაცების დედების 2/3 გადატანილი ჰქონდა მინიმუმ ერთი ტრავმული ეპიზოდი ორსულობის ტრიმესტრში. ყოველ მეშვიდეს სამი და მეტი ეპიზოდი. გარდა სპერმატოზოიდების რიცხვისა და ტესტოსტერონის კონცენტრაციის შემცირებისა, სტრესის ქვეშ მყოფი დედების ვაჟებს სპერმადოზოიდები 12%-ით ნაკლებად მოძრავი ჰქონდათ.

 

 

წყარო: mkurnali.ge

big_banner
არქივი