logo_geo
კანადის არქტიკულ ნაწილში მარადიულმა ყინულმა დნობა სავარაუდო ვადაზე 70 წლით ადრე დაიწყო
- +

19 ივნისი. 2019. 17:38

 

 

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კანადის არქტიკულ ნაწილში მარადიულმა ყინულმა დნობა სავარაუდო ვადაზე 70 წლით ადრე დაიწყო. გამოცემა „The Guardian“-ის ინფორმაციით, ამის გამო, ფერბენქსის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი უფრო მალე დაიწყება.

 

სპეციალისტების აზრით, რამდენიმე ძალიან ცხელმა წელიწადმა კრიოლიტის ზედა შრეების დესტაბილიზაცია გამოიწვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწაზე კლიმატი ახლა ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო ცხელია.

 

მარადიული ყინულის სწრაფმა დნობამ შესაძლოა, სასათბურე გაზების დიდი მასა გაათავისუფლოს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ასწევს. მეცნიერების განცხადებით, თუ 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება, ადამიანები ტემპერატურის ზრდის შეჩერებას მაინც ვერ შეძლებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი