logo_geo
„თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს”
- +

14 თებერვალი. 2017. 02:06



ოტო ედუარდ ფონ ბისმარკი გერმანელი არისტოკრატი და სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის პრემიერ-მინისტრი (1862- 1890) და გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 ) , მეტსახელად „რკინის კანცლერი". გამოირჩეოდა თავისი ოფიციალური განცხადებების ლაკონურობით. 

 

მის მიერ წარმოთქმულ ციტატები:


„არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით."


„რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები."


„არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ."


„ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე."


„როდესაც გსურს, გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე."


„თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები, გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს."


„პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება."


„მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია."


„ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებასა ჰგავს- კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა."


„ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს."


„მოხუცი თაობის პრივილეგიაა, გააოცონ ახალგაზრდები იმით, რომ ჯერ კიდევ არ არიან მკვდრები."


„თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს."


„გაინტერესებთ პოლიტიკის წარმატების საიდუმლო? დადეთ ხელსაყრელი ხელშეკრულება რუსეთთან."


„ვერ გაანადგურებ პოლონელებს, მაგრამ თუკი მისცემ ძალაუფლებას, თავადვე დაიღუპავენ თავს."


„ყოველთვის, როცა სხვა სახელმწიფოსგან სურდათ ის, რის თხოვნასაც თავიანთი სახელით ვერ ბედავდნენ, პირზე ეკერათ სიტყვა „ევროპა".


„იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები."


„ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აარჩია პროფესია."


„გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ."


„ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი."


„სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები - სხვების შეცდომებზე."


„სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით."


„კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის."


„თქვენი აფრიკის რუკა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის რუკა ევროპაშია. აქ არის რუსეთი და... საფრანგეთი, ხოლო ჩვენ ვართ მათ შორის- აი, ეს არის ჩემი აფრიკის რუკა."


„ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო."


„ქალის და კაცის მეგობრობა მაშინვე იხევს უკანა პლანზე, როცა მზე იწყებს ჩასვლას."


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი