logo_geo
კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი გამოუშვეს - მისი გამოჩენით მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკების ხანა იწყება
- +

28 ივნისი. 2019. 14:20

 

მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი „კედარციდინი“, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს უჯრედების დნმ-ის განადგურება შეუძლია.

 

აღნიშნული ანტიბიოტიკი ბრიტანეთის ლინკოლნისა და ტოკიოს უნივერსიტეტების მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიგონა. მასალა ბუნებრივი გზით აღმოაჩინეს ინდოეთში 30 წლის წინ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნიადაგი 1940-იან წლებში შემუშავებული ყველა ანტიბიოტიკის წყაროა.

 

ნიადაგიდან ამოღებულმა „კედარციდინის“ პროტოტიპმა ნივთიერებამ კვლევის მსვლელობისას, კიბოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებები გამოავლინა. თუმცა მას გააჩნია რთული მოლეკულური სტრუქტურა. ის სულ ახლახან გააანალიზეს და მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიბოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკის შემუშავებას შეძლებდნენ.

 

ანტიბიოტიკ „კედარციდინს“ გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, რაც კიბოს უჯრედების დნმ-ის დაშლის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარების შეწყვეტის საშუალებას იძლევა.

 

„კედარციდინის“ გამოჩენით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკების ხანა იწყება.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი