მოგზაურთა ანალიტიკურმა ონლაინსერვისმა „Big Seven Travel“-მა გაარკვია, თუ რომელი ეროვნების ხალხი მიაჩნიათ ტურისტებს ყველაზე სექსუალურად და ტოპ-50 სია გამოაქვეყნა.
„Big Seven Travel“-ის სპეციალისტებმა გამოკითხვა თავის 1.5-მილიონიან მომხმარებლებს შორის ჩაატარეს, გარდა ამისა, რესპონდენტებს რაიმე მინიშნება სექსუალურობასთან დაკავშირებით არ მისცემიათ.
როგორც გაირკვა, ყველაზე სექსუალური ერი უკრაინელები აღმოჩნდნენ. მეორე ადგილს დანიელები იკავებენ, მათ შემდეგ ფილიპინელები არიან. ტოპ-5 სექსუალურ ეროვნებას შორის არიან ბრაზილიელები და ავსტრალიელებიც.
ტოპ-50 სიაში ასევე არიან ბელგიელები, ხორვატები, ირლანდიელები, ამერიკელები, ეგვიპტელები და ა.შ.