logo_geo
ულამაზესი სოფელი ვანში გოგირდის გეიზერებით, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია
- +

1 ივლისი. 2019. 18:13

 

 

ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე ამ ულამაზეს ადგილზე, ბევრმა ქართველმა არაფერი იცის. ეს სოფელი დიხაშხოა, ულამაზესი ბუნებით, სამკურნალო გოგირდის გეიზერებით, ბუნებრივი აუზებით და საოცარი ჩანჩქერებით.

 

დიხაშხო იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე მდებარეობს – ზღვის დონიდან 180 მეტრზე და ვანიდან 6 კმ-ში.

 

როგორც „ფორტუნას“ ვანის ტურიზმის ცენტრში განუცხადეს, ამ ეტაპზე მთავრობისგან ნებართვას ელიან იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ და ტურისტული ნიშნები განათავსონ.

რაც შეეხება ტურისტების ადგილზე მიყვანას, ცენტრში გვითხრეს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ვანის ტურიზმის ცენტრში მივა, გზას მიასწავლიან და გიდობასაც გაუწევენ. ადგილზე მყოფებს შეუძლიათ ტურიზმის ცენტრს ამ ნომერზე ეკონტაქტონ: 599050089.

 

 

დიხაშხოს ჭალაში ამოედინება დიხაშხოს გოგირდოვანი აბანო, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

 

 

გარდა ამ ულამაზესი ადგილისა, სოფელში მდებარეობს ვაშლარას მენელსაცხებლე დედათა სახელობის დედათა მონასტერი.

 

 

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 1041 ადამიანი ცხოვრობს. ისტორიულ წყაროებში ეს სოფელი პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი