logo_geo
ტვინში მიაგნეს ადგილს, საიდანაც შიმშილის გრძნობის მართვაა შესაძლებელი
- +

1 ივლისი. 2019. 19:01

 

 

მეცნიერებმა თავის ტვინში მიაგნეს ადგილს, რომელიც შიმშილის გრძნობის სამართავად შეიძლება იყოს გამოყენებული. ტვინის ეს ნაწილი ადამიანს ეუბნება, შია თუ არ შია. სწორედ ამ ნაწილმა სპეციალისტებს შეიძლება საშუალება მისცეს, რომ შიმშილის გრძნობა კონტროლირებადი გახადონ. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

კერძოდ, არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ მადას ტვინის ემოციური ცენტრი, ამიგდალა მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა კვლევა თაგვებზე ჩაატარეს, ისინი ფიქრობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებენ „გათიშონ“ ან „ჩართონ“ ნეირონები, რომელიც მადაზე მოქმედებს.

მეცნიერების თქმით, ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოთალამუსი ჰქვია, არეგულირებს ძილის, ჭამის, წყურვილის სურვილს. თუმცა საჭმლის მოხმარება ასევე დაკავშირებულია ემოციასთან და არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებს სურდათ, მიეგნოთ ტვინის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჩვენს ემოციურ მადაზე მოქმედებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი