logo_geo
მოწევა მხედველობისთვისაც ისეთივე მავნებელია, როგორც ფილტვებისთვის
- +

2 ივლისი. 2019. 17:26

 

ახალი მონაცემების მიხედვით, სიგარეტის მოწევა ადამიანის თვალებისთვის ისეთივე სახიფათო შეიძლება იყოს, როგორიც ფილტვებისთვის არის. ამის შესახებ BBC წერს.

 

კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ხუთიდან მხოლოდ ერთი ადამიანი აღიარებს და იაზრებს, რომ მოწევას მისი მხედველობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. უსინათლო ადამიანთა სამეფო ინსტიტუტის (RNIB)-ის მონაცემებით კი მწეველები ორჯერ უფრო ხშირად კარგავენ მხედველობას, ვიდრე არამწეველები. ეს იმიტომ, რომ თამბაქოს კვამლს შეუძლია გამოიწვის თვალის სხვადასხვა დაავადება.

 

სიგარეტის კვამლი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებსაც თვალის გაღიზიანება და დაზიანება შეუძლია. მაგალითად, მძიმე მეტალი როგორიც არის ტყვია და სპილენძი შეიძლება თვალში დაილექოს, შედეგად კი კატარაქტა გამოიწვიოს.

 

დიაბეტის მქონე ადამიანებშიც თამბაქოს კვამლი განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს თვალზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი