logo_geo
პალეოლითის ხანაში ადამიანის ძალადობრივი ქცევის მტკიცებულება იპოვეს
- +

4 ივლისი. 2019. 14:29

 

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა პალეოლითის ხანის ადამიანის თავის ქალა, რომელიც ცნობილია როგორც Cioclovina calvaria. შედეგად მათ დაასკვნეს, რომ ის ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპა. კვლევის შესახებ ინფორმაცია „EurekAlert!“-ში გამოქვეყნდა.

 

მეცნიერებმა გააანალიზეს 33 ათასი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა, რომელიც სამხრეთ ტრანსილვანიაში იპოვეს. ქალაზე მარჯვენა მხარს მოტეხილობა ფიქსირდება. სპეციალისტებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა ტრავმის წარმოშობა დაედგინათ. გაირკვა, რომ სიკვდილის დადგომამდე მამაკაცმა ორი სახის ტრავმა მიიღო, როგორც ჩანს, მას ბიტას მსგავსი საგნით რამდენჯერმე ძლიერად დაარტყეს. სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებაც, თუმცა, მეცნიერებს მხოლოდ თავის ქალის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

საბოლოოდ, მეცნიერების დასკვნით, შედეგებით დგინდება, რომ ზედა პალეოლითის ხანა კულტურული და ტექნოლოგიური სირთულეების პერიოდი იყო: „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ძალადობრივი ინტერპერსონალური ქცევა და მკვლელობა ადრეული თანამედროვე ევროპელების ქცევითი მოდელის შემადგენელი ნაწილია“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი