logo_geo
ცხრა დიდებული მიზეზი, რომელთა მიხედვითაც სექსით რაც შეიძლება ხშირად უნდა დაკავდეთ
- +

4 ივლისი. 2019. 16:19

 

ექსპერტებმა დაასახელეს ცხრა დიდებული მიზეზი, რომელთა მიხედვითაც, სექსით რაც შეიძლება ხშირად უნდა დაკავდეთ.

 

მიზეზი #1

 

სექსი ეხმარება ორგანიზმს სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში. ასევე, შესანიშნავად კურნავს ნევროზს, შფოთვასა და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს. სექსუალური აქტი აყუჩებს ტკივილს და ამშვიდებს დესტრუქციულ გრძნობებს.

 

მიზეზი #2

 

დამტკიცებულია, რომ სექსი საუკეთესო დამხმარეა თავის ტკივილის დროს. სექსუალური აქტის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, რაც ძალიან სწრაფად ამაღლებს განწყობას.

 

მიზეზი #3

 

სექსი იცავს კბილებს კარიესისგან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სპერმა შესანიშნავად იცავს კბილებს, რადგან ის მდიდარია კალციუმით, ფტორითა და თუთიით. სწორედ ეს ნივთიერებები მოქმედებს დადებითად პირის ღრუზე.

 

მიზეზი #4

 

სექსი უზრუნველყოფს თმის სწრაფ ზრდას. სექსუალური აქტის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ესტროგენს, რაც ხელს უწყობს ქალის ბუნებრივი სილამაზისა და მიმზიდველობის შენარჩუნებას. ასევე, ესტროგენის დამსახურებაა ის, რომ თმა სწრაფად იზრდება. გარდა ამისა, სექსი აუმჯობესებს სახის კანის ფერსა და მდგომარეობას.

 

მიზეზი #5

 

სექსი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ქალური დაავადებების დროს. გინეკოლოგების მტკიცებით, აქტიური სექსუალური აქტი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მენჯის არეში და ებრძვის ანთებით პროცესებს.

 

მიზეზი #6

 

ხშირი სექსუალური აქტი ურთიერთობას გაცილებით ჰარმონიულს ხდის. მეცნიერების მტკიცებით, რეგულარული სექსუალური აქტის შემთხვევაში წყვილები ნაკლებად კამათობენ. ამიტომ ხშირი სექსის შემდეგ წყვილებში პრობლემებიც ნაკლებია.

 

მიზეზი #7

 

სექსი აჭკვიანებს. სექსუალური აქტის დროს თავში გამოიყოფა ჰორმონი ოქციტოცინი, რომლის დახმარებითაც ქალები უფრო ჭკვიანდებიან და უკეთ აზროვნებენ. ამგვარი დასკვნა მიიღეს ამერიკელმა მეცნიერებმა. ამიტომ, თუკი ხშირად დაკავდებით სექსით, თავის ტვინი გაცილებით უკეთ იმუშავებს.

 

მიზეზი #8

 

სექსი აუმჯობესებს აქტიურობას. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სექსუალური აქტის შემდეგ კაცები მალე იღლებიან, მაგრამ უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ მათ ორგანიზმში შეიმჩნევა ძლიერი რეაქცია, რომელიც ადამიანებს უფრო აქტიურსა და შრომისუნარიანს ხდის. სპეციალისტების რეკომენდაციით, სექსუალური აქტით დაკავება კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჯიბრებამდე და ა.შ.

 

მიზეზი #9

 

სექსი იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან. რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ეს ფაქტია. სექსუალური აქტის დროს მოფერება და სხეულზე შეხება აძლიერებს კანისა და ზოგადად, ორგანიზმის იმუნურ დაცვას. სექსი, ასევე, შესანიშნავი საშუალებაა გრიპისგან თავის დასაცავად.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი