logo_geo
ექიმ კომაროვსკის პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
- +

5 ივლისი. 2019. 02:51

 

  1. საშიშია თუ არა გაზიანი სასმელები ბავშვებისთვის?

 

აზრთა სხვაობის მიუხედავად რომ გაზიანი სასმელებს გამოაქვს ორგანიზმიდან კალციუმი და ცუდად მოქმედებს ძვლებზე, ეს არ არის მართალი. მათ შემადგენლობაშია ორტოფოსფორის მჟავა (კერძოდ ყავისფერში). ეს მჟავის რეგულატორი მართლაც ხელს უშლის კალციუმის შეწოვას. მაგრამ იმისათვის რომ დაიწყოს ეს პროცესი, საჭიროა 20-30 ლ კოლას დალევა დღეში. მაგრამ იყავით ყურადღებით: ხშირად ბავშვები, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაზიან სასმელებს, არ სვამენ რძეს, კეფირსა და სხვა რძიან პროდუქტებს.

 

  1. ბავშვმა გადაყლაპა საღეჭი რეზინი. რა გავაკეთოთ?

 

საღეჭი რეზინი საყლაპავიდან ხვდება კუჭში, რის შემდეგაც - წვრილი და მსხვილი ნაწლავებში და გამოდის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით. ეს ეხება ბავშვებსაც, და დიდებსაც. საღეჭი რეზინი არ ახდენს დამღუპველ ზემოქმედებას ორგანიზმზე. ამიტომ საშიში არაფერია.

 

  1. ბავშვს კონიუნქტივიტი აქვს. შეიძლება საბავშვო ბაღში წასვლა?

ეს დამოკიდებულია კონიუნქტივიტის ნაირსახეობაზე. სულ ოთხია: ბაქტერიალური, ვირუსული, ალერგიული და გამაღიზიანებელი. უკანასკნელი ჩნდება, როცა თვალში ხვდება რაიმე გამაღიზიანებელი. მაგალითად, ბავშვი თამაშობს ქვიშაში და მოისვა თვალებზე ქვიშიანი ხელი. ალერგიული კონიუნქტივიტი არის რეაქცია ალერგენებზე, მაგალითად, შინაური ცხოველების ბეწვზე. ამ ორ შემთხვევაში ბავშვი მშვიდად შეიძლება წაიყვანოთ საბავშვო ბაღში. აი, ვირუსული და ბაქტერიალური კონიუნქტივიტი გადამდებია, განსაკუთრებით პირველი. იმის განსაზღვრა, თუ რომელი კონიუნქტივიტი აქვს ბავშვს, შეუძლია მხოლოდ პედიატრს.

 

  1. ბავშვს გადასცდა საკვები. რა გავაკეთოთ?

პირველი, რაც თავში მოგდით, - დაარტყათ ხელი ზურგზე. ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. სასუნთქი გზების გასაწმენდად ყველაზე ეფექტური ხერხია - დახველება. თუ ადამიანი ახველებს, ესე იგი შეუძლია სუნთქვა. ზურგზე ხელის დარტყმა კი ცვლის უცხო სხეულის მდგომარეობას სასუნთქ გზებში - უარეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გულის გაჩერება.

 

  1. შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ზურგჩანთის ტარება?

 

 

ზოგიერთ შემთხვევებში ეს აუცილებელიც არის, მაგრამ მთავარია - წონის ნორმატივების დაცვა. ზურგჩანთა შიგთავსთან ერთან უნდა იწონიდეს არა უმეტეს 10 % თქვენი შვილის წონისგან. დაუშვათ, თქვენი შვილის წონაა 22-25 კგ. შედეგად, ზურგჩანთა არ უნდა იყოს 2,2-2,5 კგ-ზე მეტი.

 

  1. შეიძლება თუ არა გამოიყენოს ბავშვმა კბილის პასტა ფტორით?

 

არ შეიძლება იქამდე, სანამ ბავშვი არ ისწავლის გადმოფურთხებას. ამ მომენტამდე რეკომენდებულია კბილების გახეხვა უბრალო წყლით ან პასტით ფტორის გარეშე. ფტორი კარგად წმენდს კბილებს, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ის ხვდება ბავშვის კუჭში.

 

  1. შეიძლება თუ არა გავუკეთოთ ბავშვს ორთქლის ინგალაციები

ასეთი ინგალაციის პრინციპია - ცხელი ორთქლის ზემოქმედება. მაგრამ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო საშიშია ეს პროცედურა. ჯერ ერთი, დიდია სასუნთქი გზების დამწვრობის რისკი. მეორეც, ცხელი ორთქლის ზემოქმედების გამო ლორწო, რომელიც შემხმარია სასუნთქ გზებში, ხმება. ასეთ მდგომარეობაში ის შეიძლება გადაკეტოს სასუნთქი გზები და ბავშვი შეიძლება გაიგუდოს.

 

ნებულაიზერების გამოყენება, ორთქლის ინგალატორებისგან განსხვავებით, შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ქვედა სასუნთქი გზების მკურნალობისთვის (ბრონქიალური ასთმა, პნევმონია, ბრონქიტი და ა.შ.). ზედა სასუნთქი გზების დაავადებები (რინიტი, ფარინგიტი და სხვა) ინკურნება სხვა საშუალებებით.

 

 

big_banner
არქივი