logo_geo
გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელში
- +

5 ივლისი. 2019. 13:08

 

 

მოხარული ვარ, რომ უნდა გაგაცნოთ ლიმონის უცნაური თვისებების შესახებ, უბრალოდ გაჭერით ლიმონი და ნახევარი დატოვეთ საძინებელში ან ოთახში, სადაც მეტ დროს ატარებთ და ისიამოვნეთ პოზიტიური შედეგებით.

 

 

ლიმონის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტები

 

1.მწერებისაგან თავდაცვა

 

ზაფხულში კოღოების და სხვა მწერების თემა, რომლებიც ძილს ასევე გვირღვევენ, ძალიან აქტუალურია. ბაზარი გთავაზობთ ქიმიური ნივთიერებების ფართო არჩევანს ამ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ რატომ უნდა შეუქმნათ ორგანიზმს საფრთხე, როცა შეგიძლიათ ოთახში უბრალოდ მოათავსოთ ნახევარი ლიმონი. მეტი ეფექტურობისთვის დააწყვეთ მასზე მიხაკის ჩხირები.

 

2.კარგი დასვენება

 

ციტრუსის არომატი ნერვული სისტემის გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა, შეუძლია შეამციროს შფოთვა და დაძაბულობა რთული დღის შემდეგ. ამიტომ, კარგი და ღრმა ძილი გარანტირებული გაქვთ. საღამოს, ლიმონი მოგადუნებთ, მაგრამ დილით, პირიქით, გაძლიერდებით – ასეთი საინტერესო თვისება აქვს.

 

3.კონცენტრაცია და ყურადღების უნარი

 

ლიმონის კიდევ ერთი საოცარი თვისებაა: ადამიანი, რომელიც ლიმონის არომატს ყოველდღიურად სუნთქავს, უფრო კონცენტრირებულია და მისი გონებრივი აქტივობა და მეხსიერება უმჯობესდება. სამუშაოზეც კი, ადამიანები ნაკლებ შეცდომებს უშვებენ, თუ ლიმნის არომატს შეიგრძნობენ. ეს დასკვნა იაპონელმა მეცნიერებმა გააკეთეს.

 

4.აუმჯობესებს განწყობას

 

არომათერაპია ლიმონის ეთერზეთთან ერთად ინიშნება დეპრესიით დაავადებულ ადამიანებზე. არომატი, რომელიც თქვენს ოთახში გაჭრილი ლიმონისგან ტრიალებს, ხელს შეუწყობს კარგ ხასიათს და სიცოცხლისუნარიანობას.

 

5.სადეზინფექციო ოთახი

 

ლიმონს არა მხოლოდ სასიამოვნო არომატი აქვს, არამედ ბაქტერიოციდული თვისებებიც. ის ოთახში ჰაერს ასუფთავებს. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე  წევრი გაციებულია, მაშინ არა მხოლოდ ჩაის დაამატეთ ლიმონი, არამედ ოთახშიც მოათავსეთ გაჭრილი ციტრუსი  მავნე მიკრობების მოსაკლავად.

 

 

6.წნევის ნორმალიზება

 

თუ თქვენ განიცდით ჰიპერტენზიას, მაშინ ლიმონი დაგეხმარებათ ამ საკითხში. მისი სუნი ხელს უწყობს სისხლის წნევის შემცირებას.

 

 

7.მაცივრის  ჰაერის წმენდა

 

თქვენ შეგიძლიათ ნახევარი ლიმონის დადება არა მხოლოდ ოთახში, არამედ მაცივარში. ის შთანთქავს უსიამოვნო სუნს და სანაცვლოდ სტოვებს სასიამოვნო ციტრუსის სურნელს.

 

 

8.კომფორტის შეგრძნება

 

საინტერესო ფაქტია, რომ სიცილიაში ლიმონის ხეები დარგულია ელიტარული რესტორნების ტერასებზე. და ეს იმიტომ, რომ მისი სუნი იძლევა კომფორტის და უსაფრთხოების შეგრძნებას. ასე რომ, თუ გინდათ მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო, მოათავსეთ მხოლოდ ნახევარი ახალი ლიმონი თაროზე.

 

 

ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი თვისებები ექნებოდა ამ ყვითელ ხილს.

 

 

 

წყარო:popsugar.ge

 

 

 

big_banner
არქივი