logo_geo
იშვიათი მონეტები გონიოს ციხის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს
- +

5 ივლისი. 2019. 15:05

 

 

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. ინფორმაციასნ „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

 

სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი, ასევე ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც, სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

 

არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს. გათხრებში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

პარალელურად მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები, დასრულდა ციხის ორი კოშკის რესტავრაცია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი