logo_geo
მეცნიერებმა გამოთვალეს ძილის დრო, რომელსაც ინტერნეტში ვკარგავთ
- +

9 ივლისი. 2019. 13:54

 

 

კვლევის შედეგებს ჟურნალი „Journal of Economic Behavior and Organization“ აქვეყნებს.

 

შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ ინტერნეტის მოყვარულებს საშუალოდ, 25 წუთით ნაკლები დრო რჩებათ დასვენებისთვის. უფრო მეტიც, ინტერნეტის მომხმარებლებში ოთხჯერ მეტია ადამიანი, რომელიც ძილს 6 საათზე ნაკლებ დროს უთმობს. ინტერნეტის გავლენა ძილზე უფრო შესამჩნევია 18-დან 30 წლამდე ადამიანებში. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ძილის ხანგრძლივობაში სხვაობამ 70 წუთი შეადგინა.

 

როგორც გაირკვა, ინტერნეტი ძილის ხარისხზეც მოქმედებს.

 

ზემოთ ხსენებული კვლევა იტალიაში, მილანის ბოკონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. მათვე დაამუშავეს გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისის „German Time Use Survey“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელშიც 5 500 ადამიანი მონაწილეობდა.

 

ივნისში კიდევ ერთი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი - კერძოდ, ხანგრძლივი ძილის მომაკვდინებელი საფრთხის შესახებ. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტისმეტად ხანგრძლივი და მეტისმეტად ხანმოკლე ძილი 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში მოულოდნელი სიკვდილის რისკს ზრდის.

 

გაირკვა ისიც, რომ ადამიანები, რომელებსაც დღის საათებშიც კი ეძინებათ, ალცჰაიმერის დაავადებისკენ არიან მიდრეკილი!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი