logo_geo
„Instagram“ სოციალურ ქსელში ჩაგვრის წინააღმდეგ ახალ ფუნქციას ამატებს
- +

10 ივლისი. 2019. 10:37

სოციალური ქსელი „Instagram“ ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც ინტერნეტში შეურაცხყოფის მიყენებასა და დაცინვასთან ბრძოლაში დაეხმარებათ. ახალ ინსტრუმენტს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, შეუძლია ამოიცნოს შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელი შინაარსი.

 

ქსელი მომხმარებელს სთავაზობს კომენტარის დაწერამდე პაუზა გააკეთოს, დაფიქრდეს ღირს თუ არ მისი გამოქვეყნება.

 

„ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ, რათა Instagram-ზე ჩაგვრა და ბულინგი შეწყდეს“, - დაწერა სერვისის გენერალურმა დირექტორმა ადამ მოსერიმ.

 

თავდაპირველად ახალი ინსტრუმენტი ინგლისურენოვან მომხმარებლებზე იმუშავებს, თუმცა ქსელი სხვა ენებზე მის გამოყენებასაც გეგმავს.

 

„Instagram“-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, დამატებითი ზომები მიეღო საშიშ კონტენტთან დაკავშირებით.

 

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი 2019 წლის იანვარში 14 წლის ბრიტანელი გოგოს თვითმკვლელობა იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი