logo_geo
გაირკვა რატომ ალაგებენ სახლს კაცები ქალებზე იშვიათად
- +

10 ივლისი. 2019. 22:14

 

სოციოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს განსხვავება იმაში, თუ როგორ აღიქვამენ კაცები და ქალები ოთახის დალაგების აუცილებლობას. შესაბამისი კვლევის შედეგები ჟურნალ Sociological Methods and Research-ში გამოქვეყნდა.

 

როგორც წესი, კაცები ოთახის დალაგებაზე ქალებზე სამჯერ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ. მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ ქალები სისუფთავის ეტალონს წარმოადგენენ, კაცები კი ჭუჭყს ან მტვერს უბრალოდ ვერ ამჩნევენ. როგორც აღმოჩნდა, ეს უბრალოდ გენდერული სტერეოტიპია, რომლის საშუალებითაც კაცები თავს იმართლებენ“, - აცხადებს ქალაქ სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სარა ტებო.

 

ამ საკითხის შესასწავლად ამერიკელი და ავსტრალიელი სოციოლოგების ჯგუფმა სხვადასხვა ასაკისა და სოციალური კატეგორიის წარმომადგენელ 300 კაცს და ქალს რამდენიმე ოთახის ფოტოების შეფასება სთხოვეს. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა ემსჯელათ, როგორ მდგომარეობაშია ოთახი, რას შეცვლიდნენ მასში და როგორ წარმოუდგენიათ ამ ოთახის მეპატრონე და მისი პირადი თვისებები. პასუხებში მეცნიერებს მხოლოდ ოთახებში სისუფთავის შეფასება აინტერესებდა.

 

როგორც აღმოჩნდა, ქალებმა და კაცებმა დაულაგებელი ოთახები ერთნაირად აღიქვეს და მათი აზრი ოთახის დალაგების აუცილებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვეოდა. შესაბამისად, სოციოლოგებმა დაასკვნეს, კაცებს შორის ოთახის დალაგებისკენ სწრაფვის ნაკლებობა არა ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური ფაქტორებით, არამედ სოციალური სტერეოტიპებითა და აღზრდით არის განპირობებული.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი