logo_geo
თუ არ გადავარჩენთ ფუტკარს, სულ რაღაც 20 წელი დარჩა - ვანგას და აინშტაინის ყველაზე საშიში წინასწარმეტყველება სრულდება?!
- +

10 ივლისი. 2019. 23:23

 

ალბერტ აინშტაინის ვარაუდის მიხედვით, ფუტკრების სრული გაუჩინარების შემდეგ, კაცობრიობა მხოლოდ ოთხი წელიწადი იცხოვრებს, რადგან მცენარეთა ფუტკრისმიერი დამტვერვა არ მოხდება, რაც გამოიწვევს მათ განადგურებას. ასევე, განადგურდებიან ცხოველები, რის შემდეგაც ხალხი უდაბნოში შიმშილით დაიღუპება.

როგორც ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა ამბობდა, შრომისმოყვარე მწერები, მთელს მსოფლიოში განადგურდებიან.

 

„ფუტკრები კვდებიან. მასიურად იხოცებიან - ამის შესახებ ინფორმაცია, მთელ მსოფლიოში ვრცელდება. 

 

 

ამჟამინდელი ბიოლოგიური კატასტროფა,  გუშინ არ დაწყებულა და მოულოდნელი არ არის. ეს უკვე 13 წელია გრძელდება. ის ფაქტი, რომ ფუტკრების რაოდენობა შემცირდა, მეცნიერებმა 2006 წელს აღიარეს. შემდეგ, პირველი სამეცნიერო ნაშრომები გამოჩნდა საგანგაშო სტატისტიკით. თითქმის ორჯერ შეიმჩნეოდა - 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ფუტკრის კოლონების შემცირება. ამავე დროს, საშუალოდ, უკვე არსებული ფუტკრების 10 პროცენტი, ერთ ჰექტარზე მუშაობდა. ახლა სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. ამრიგად, მეცნიერებმა დაიწყეს საუბარი გარემოსდაცვითი კატასტროფის შესახებ და მისტიკურად მოაზროვნე მოქალაქეებმა ვანგა და ალბერტ აინშტაინიც კი გაიხსენეს.

 

ბულგარელმა წინასწარმეტყველმა ვანგამ, ფუტკრის მასობრივი განადგურების დაწყება, 2004 წლიდან იწინასწარმეტყველა.

 

შემდგომ უკვე საშიში სამეცნიერო-პროგნოზი გამოაქვეყნეს: თუ ფუტკარი, კვლავ მიმდინარე ტემპით განადგურდება, 2035 წლისთვის ისინი საერთოდ გაქრებიან. მაშინ შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რომ ალბერტ აინშტაინის წინასწარმეტყველება შესრულდეს, რომელიც წინა საუკუნის 40-იან წლებში იწინასწარმეტყველა: - როცა ყველა ფუტკარი განადგურდება, 4 წლის შემდეგ არც ადამიანის ცივილიზაცია არ იარსებებს. ეს არ არის მხოლოდ თაფლის საკითხი - აღარ იქნება არავითარი მცენარე, მათ შორის ხილი, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლეს“ - ამბობდა აინშტაინი.  

 

ამგვარად, 2039 წელი - მორიგი აპოკალიფსის თარიღია, თუ არ გადავარჩენთ ფუტკარს, სულ რაღაც 20 წელი დარჩა. 

 

 

big_banner
არქივი