logo_geo
Google-ში თარგმნა კამერის დახმარებით 100 ენიდან გახდა შესაძლებელი
- +

11 ივლისი. 2019. 17:53

 

 

Google-ს თარგმანის პროგრამულ სისტემაში მომხდარი განახლების შედეგად ტელეფონის კამერის  დახმარებით, თარგმანის განხორციელება 100 ენიდან გახდა შესაძლებელი. ინფორმაცია ოფიციალურ ბლოგ „Google Ukraine“-ზე გამოქვეყნდა.

 

„Google Ukraine“-ის ცნობით, „ყველაზე საინტერესოა ის, რომ თარგმნა ადრე მხოლოდ ინგლისურიდან სხვა ენაზე და პირიქით იყო შესაძლებელი. ახლა კი თარგმანის განხორციელება იმ 100 ენიდან არის ხელმისაწვდომი, რომელიც translate.google-ს სისტემით არის მხარდაჭერილი“.

 

ცდომილება თარგმანში 55-85%-ია. აქამდე translate.google-ს პროგრამით თარგმანის განხორციელება მხოლოდ 88 ენაზე იყო შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი